ვაისმა დაასახელა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

© FB/ Georgian Football Federationსაქართველოს ფეხურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი
საქართველოს ფეხურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი შესარჩევი მატჩებისთვის მოსამზადებლად ნაკრებში 25 ფეხბურთელია გამოძახებული, რომელთაგან დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება 23.

თბილისი, 27 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა იმ ფეხბურთელთა გაფართოებული სია დაასახელა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატის ირლანდიისა და უელსის წინააღმდეგ შესარჩევი მატჩებისთვის მომზადებაში მომაწილეობას მიიღებენ.

ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ერთი დებიუტანტია. ეს ბელორუსიის "ბატე"-ს ნახევარმცველი ვაკო გვილიაა. 22 წლის ფეხბურთელმა მშვენივრად გამოიჩინა თავი ახალგაზრდული ნაკრების უკანასკნელ მატჩებში და მთავარი გუნდის შემადგენლობაში მოწვევა მაშინვე მიიღო.

ვაისს გარკვეული საკადრო პრობლემებიც აქვს. დიდ ბრიტანეთში ვერ გაემგზავრებიან ტრავმირებული ლევან ყენია("სლავია", პრაღა), გიორგი აბურჯანია("სევილია",ესპანეთი) და ნიკა კვეკვესკირი("გაბალა", აზერბაიჯანი). ვერ დაეხმარება ნაკრებს გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავაც. ნახევარმცველს ისევ არ გააჩნია თამაშების პრაქტიკა და მისივე სიტყვებით, მისი ახლანდელი ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს მას საშუალებას ეროვნული გუნდის შემადგენლობაში მატჩებში მიიღოს მონაწილეობა.

საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მატჩი წააგო - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ფეხბურთში ავსტრიის ნაკრებთან მატჩი წააგო

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია("Крылья Советов", სამარა), გიორგი მაკარიძე("მორეირენსე",პორტუგალია), როინ კვასხვაძე("ტორპედო", ქუთაისი).

მცველები: უჩა ლობჟანიძე("დინამო", თბილისი), ოთარ კაკაბაძე("ჰიმნასტიკ", ესპანეთი), საბა კვირკველია("რუბინი", კაზანი), გურამ კაშია("ვიტესი", ჰოლანდია), ლაშა დვალი("შლენსკი", პოლონეთი), დავით ხოჭოლავა("ჩერნომორეცი", ოდესა), გიორგი ნავალოვსკი("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე("ტეპლიცე", ჩეხეთი).

ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი("დიოშდიერი", უნგრეთი), ჯანო ანანიძე("სპარტაკი", მოსკოვი), სანდრო კობახიძე("ვორსკლა", უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი("კრასნოდარი", რუსეთი), ჯაბა ჯიგაური, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა პაპუნაშვილი(ყველანი "დინამო" თბილისი), ვაკო კაზაიშვილი("ლეგია", ვარშავა) და ვაკო გვილია(ბატე, ბელორუსია).

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე("სილკებორგი", დანია), ლევან მჭედლიძე("ემპოლი", იტალია), გიორგი კვილიტაია("რაპიდ", ვენა), ლადო დვალიშვილი("დინამო", თბილისი), ნიკა კაჭარავა("ეთნიკოს", კვიპროსი).

ლევან მჭედლიძე - Sputnik საქართველო
მჭედლიძე იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია

ამგვარად, ვაისის განკარგულებაში 25 ფეხბურთელია. ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც შესარჩევი თამაშების წინ შეკრებები დაიწყება, სლოვაკი სპეციალისტი საქართველოს გუნდის 23 კაციან შემადგენლობას დაასახელებს..

ექვს ოქტომბერს საქართველოს ნაკრები დუბლინში ირლანდიის ნაკრებს შეხვდება, სამი დღის მერე კი კარდიფში უელსის წინააღმდეგ ითამაშებს.

რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის თამაშების პირველი დღის შემდეგ "D" ჯგუფის სათავეშია ორი ნაკრები: უელსი და ავსტრია, რომლებმაც სასტარტო შეხვედრებში მოლდოვასა და საქართველოს მოუგეს ანგარიშებით (4:0) და (2:1). შემდეგ მოდიან ირლანდიის და სერბეთის გუნდები, რომლებმაც 2:2 ანგარიშით ფრეთ დაასრულეს შეხვედრა და თითო ქულა მოიპოვეს.

"D" შესარჩევი ჯგუფის მატჩების ცხრილი:

6 ოქტომბერი

ირლანდია— საქართველო

ავსტრია— უელსი

მოლდოვა— სერბეთი

9 ოქტომბერი

 უელსი— საქართველო

 მოლდოვა— ირლანდია

სერბეთი— ავსტრია


ყველა ახალი ამბავი
0