კალათბურთი: საქართველო-სლოვაკეთის მატჩის წინ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო პირველ მატჩში ალბანეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ, ქართველი კალათბურთელები სლოვაკეთის გუნდს შეხვდება.

თბილისი, 3 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრები  ევრო-2017-ის საკვალიფიკაციო მატჩამდე, რომელსაც ბრატისლავაში შაბათს სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს, ბოლო მომზადებას გადის.

ქართველი სპორტსმენები სლოვაკეთის დედაქალაქში ხუთშაბათს შავიდნენ და უკვე რამდენიმე ვარჯიში ჩაატარეს. საქართველოს ნაკრებთან ერთად მოედანზე ამერიკელი კალათბურთელი მაიკლ დიკსონი გამოვა.

თბილისში ალბანეთის გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელიც მასპინძლების გამარჯვებით, ანგარიშით 86:47 დასრულდა, დიქსონს მცირე ტრავმის გამო მონაწილეობა არ მიუღია. 

კალათბურთი - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ალბანეთის გუნდი გაანადგურა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსის განცხადებით, სლოვაკეთის გუნდთან მატჩი მარტივი არ იქნება, რადგანაც სლოვაკებმა ჩერნოგორიელებთან სასტარტო მატჩში მათ დაუთმეს (65:97) და ქულების დაკარგვა მათ ხელს არ აძლევს. თუმცა, როგორც ზუროსმა აღნიშნა, ამ მატჩისთვის ქართველი სპორტსმენები ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად არიან მზად. 

სამწუხაროდ საქართველო-სლოვაკეთის კალათბურთის მატჩის სატელევიზიო ტრანსლაცია არ იქნება, კალათბურთის მოყვარულებს თამაშის ინტერნეტის საშუალებით ნახვა შეუძლიათ. სლოვაკეთის მხარის განცხადებით, ამ ეტაპზე youtube-ზე სპეციალური ბმულის სშექმნა მიმდინარეობს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მატჩის ყურება.

თეირანში F ჯგუფის მეორე ტურში ერთმანეთს ალბანეთისა და ჩერნოგორიის გუნდები შეხვდებიან.

ევრობასკეტ-2017-ის კვალიფიკაციაში 27 ნაკრები მონაწილეობს. ისინი 7 ჯგუფად არიან დაყოფილი: ექვსი ჯგუფი ოთხ გუნდად და ერთი ჯგუფი — სამ გუნდად. ევრობასკეტ 2017-ის საგზურს მიიღებენ ნაკრებები, რომლებიც ჯგუფებში პირველ ადგილზე გავლენ, ასევე 4 გუნდი მეორე ადგილზე გასულთაგან საუკეთესო მაჩვენებლით.

ევროპის ჩემპიონატი — 2017 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ისრაელში, რუმინეთში, თურქეთსა და ფინეთში.

 

ყველა ახალი ამბავი
0