ცოტნე მაჭავარიანი — „სპორტის რაინდების“ შთამომავლის წარმატება და ბაბუის ცრემლები

© Sputnik/Levan Avlabreliცოტნე მაჭავარიანი
ცოტნე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა

ვახტანგ სალუქვაძესა და მის აღზრდილ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, მსოფლიოს სუპერთასის ცხრაგზის მფლობელს, ევროპის ხუთგზისა და სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ნინო სალუქვაძეს 2016 წელს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ.

რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ჯილდოა, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ჯილდო ბატონი ვახტანგისთვის, დარწმუნებული ვართ, რომ შვილიშვილის, რიოს ლიცენზიანტის, ცოტნე მაჭავარიანის ოლიმპიადაზე წარმატება იქნება.

ნოდარ მაისურაძე

წელს პირველად მოხდება ოლიმპიადების ისტორიაში, რომ ამ საერთაშორისო თამაშებზე ერთდროულად იასპარეზებენ დედა და შვილი — ტყვიით მსროლელი ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი.

ამ ერთ–ერთ უმთავრეს სპორტულ ღონისძიებას არაერთი მაგალითი ახსოვს მამისა და ვაჟის ან ქალიშვილის ერთად მონაწილეობისა, იყო დედისა და ქალიშვილის ერთდროულად ასპარეზობის შემთხვევებიც, მაგრამ დედა და ვაჟი — ეს პირველია. თანაც, ერთ დისციპლინაში.

ნინო სალუქვაძისთვის ეს რიგით მერვე ოლიმპიადაა, აი 18 წლის ცოტნესთვის კი რიოს ოლიმპიური თამაშები სადებიუტოა.

© Sputnik/Levan Avlabreli„სპორტის რაინდების“ შთამომავალი ცოტნე მაჭავარიანი
„სპორტის რაინდების“ შთამომავალი ცოტნე მაჭავარიანი  - Sputnik საქართველო
„სპორტის რაინდების“ შთამომავალი ცოტნე მაჭავარიანი


— რამდენად მოულოდნელი იყო თქვენთვის, რომ უნგრეთში მსოფლიო ჩემპიონატზე უფროსი ასაკის სპორტსმენების ტურნირში მონაწილეობის მისაღებად გაგგზავნეს? თქვენ ხომ ახალგაზრდულ შემადგენლობაში გამოდიოდით?

— ეს მხოლოდ მწვრთნელების გადაწყვეტილება არ ყოფილა. მკითხეს, მზად ხარ უფროსებთან ერთად მიიღო მონაწილეობაო? და მეც ვუპასუხე, სჯობს მოვსინჯო და არ გამომივიდეს, ვიდრე არ გავრისკო და მერე ვინანო–მეთქი. ყველაზე მთავარი ის არის, რომ შინაგანად ძალიან თავდაჯერებული ვიყავი.

ზაზა ნადირაძე - Sputnik საქართველო
ზაზა ნადირაძე — მაისურის გამო დაკარგული ლიცენზია და გამოტოვებული ლონდონის ოლიმპიადა

— ანუ, უბრალოდ საკუთარი შესაძლებლობების ჩვენება გინდოდათ, თორემ ოლიმპიადის ლიცენზიაზე არც ფიქრობდით?

— დიახ. საკუთარი მაქსიმუმის ჩვენება მინდოდა და, საბედნიეროდ, ჩემი შედეგი, რომელიც პირადი რეკორდიც იყო — 579 ქულა, საკმარისი გამოდგა რიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის.

— ფსიქოლოგიურად რთულია ასეთ ახალგაზრდა ასაკში ოლიმპიადაში მონაწილეობა თუ პირიქით, რაც ადრე, მით უკეთესი, იმიტომ რომ უფრო მალე მომაგრდება სპორტსმენი?

© FB/ნინო სალუქვაძეცოტნე მაჭავარიანი დედასთან და მწვრთნელთან, ნინო სალუქვაძესთან ერთად
ცოტნე მაჭავარიანი დედასთან და მწვრთნელთან, ნინო სალუქვაძესთან ერთად  - Sputnik საქართველო
ცოტნე მაჭავარიანი დედასთან და მწვრთნელთან, ნინო სალუქვაძესთან ერთად

— არ მგონია რთული. აი, მაგალითად, ტყვიის მსროლელი კონსტან ლუკაშიკი 16 წლისა იყო, როდესაც პირველად მიიღო ოლიმპიადაში მონაწილეობა და ოქროს მედალიც აიღო.

— მაინც რა არის თქვენი საბოლოო მიზანი: მოხსნათ დედის რეკორდი ოლიმპიადაში მონაწილეობის რაოდენობის კუთხით, დაამყაროთ მსოფლიო რეკორდი თუ, უბრალოდ, მოგწონთ სროლა?

მშვილდოსნობა - Sputnik საქართველო
რიოს ოლიმპიური მედლების კანდიდატი ქართველი ქალი მშვილდოსნები

— ალბათ, ყველაფერი ცოტ–ცოტა. სროლა ბავშვობიდან მომწონდა, მაგრამ მთელი სიმძაფრით ეს მხოლოდ უნგრეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიაზრე. მივხვდი, რომ იმას ვაკეთებ, რაც ყველაზე უკეთ გამომდის ცხოვრებაში.
— თუმცა თავიდან რაგბის მისდევდით, რომელშიც აგრესიაა საჭირო, სროლისას კი პირიქით, ყველაფერი უკიდურეს სიმშვიდეს ეფუძნება. როგორ თავსდება თქვენში ეს ორი განსხვავებული თვისება, არ გიჭირთ?
— თავიდან რაგბიზეც და სროლაზეც პარალელურად ვვარჯიშობდი და ერთი მეორეს კომპენსირებას ახდენდა. მაგრამ მერე, როცა პროფესიულ ვარჯიშზე წავიდა ლაპარაკი, არჩევანის გაკეთებამ მომიწია და მეც სროლა ავირჩიე. მთავარი მიზეზი ის იყო, რომ რაგბი ძალიან ტრავმასაშიში სპორტია.

© საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროცოტნე მაჭავარიანი ვარჯიშზე
ცოტნე მაჭავარიანი ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
ცოტნე მაჭავარიანი ვარჯიშზე

— ნინო სალუქვაძის შვილობა გეხმარებათ თუ ხელს გიშლით?

— მეხმარება, რა თქმა უნდა, მეხმარება. ნინო მარტო დედა კი არ არის, ჩემი მწვრთნელიცაა და ეს არანაირად არ მიშლის ხელს. ბევრი სპორტსმენისგან, ვისაც გვარში დიდი სპორტსმენი ჰყოლია, მსმენია, რომ ეს მათ გარკვეულ პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე არ არის.

დიახ, ნინო სალუქვაძე დედაჩემია, მაგრამ მას, როგორც სპორტსმენს, თავისი გზა აქვს, მე კი — ჩემი. არანაირად არ ვარ დამოკიდებული იმაზე, რასაც მან მიაღწია. ბევრი მეუბნება, ნინოს მიღწევებს უნდა გადააჭარბოო, მაგრამ ჩემზე ეს სიტყვები არ მოქმედებს, იმიტომ რომ, რაღაც არ მგონია, ვაჯობო.

— როგორ და ვინ არეგულირებს ზღვარს წვრთნებსა და ყოველდღიურ ურთიერთობებში თქვენს შორის?

— დედა არეგულირებს (იცინის). როგორც კი ვარჯიშს ვიწყებთ, მომენტალურად მწვრთნელად იქცევა ხოლმე. დედის დაძახებასაც კი მიკრძალავს. ის კი არა, სხვებზე მეტი მე მხვდება მისგან, რათა ვინმემ არ იფიქროს, რახან შვილია, რაღაც შეღავათებს უწევსო. ბავშვობაში ეს მწყინდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს ჩემ ძირითად მოტივატორად იქცა.

— არ გეშინიათ დედის ჩრდილში მოქცევისა?

ბაჩანა ხორავა - Sputnik საქართველო
ოლიმპიადის ლიცენზიანტი ბაჩანა ხორავა: აშშ–ის საელჩომ მსოფლიო ჩემპიონატზე არ გამიშვა

— არა, არ მეშინია. ამ ეტაპზე თუ ვინმე მიცნობს — ეს დედაჩემის, ოლიმპიური ჩემპიონის წყალობითაა და მასთან ერთად რომ არ მივდიოდე ოლიმპიადაზე, როგორც ნინო სალუქვაძის შვილი, ასეთი აჟიოტაჟიც არ ატყდებოდა.

— დასვენებას როგორ ახერხებთ?

— სიმართლე გითხრათ, იმაზე მეტს ვისვენებ, ვიდრე საჭიროა და ეს მთლად კარგი არაა. თუმცა, თუ ტირში დღის სამ–ოთხ საათამდე არ მივედი, რაღაცნაირ დისკომფორტს განვიცდი, ვარჯიშისკენ მიწევს გული, სროლა მინდება, იმიტომ რომ მომწონს ეს პროცესი. ტირში ყოველთვის სიამოვნებით მივდივარ და არასდროს მივარჯიშია იმის გამო, რომ რომელიმე მომდევნო შეჯიბრება ახლოვდებოდა.

© საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ცოტნე მაჭავარიანი უნგრეთის მსოფლიო ჩემპიონატზე — ოლიმპიადის ლიცენზია გარანტირებულია
ცოტნე მაჭავარიანი უნგრეთის მსოფლიო ჩემპიონატზე — ოლიმპიადის ლიცენზია გარანტირებულია - Sputnik საქართველო
ცოტნე მაჭავარიანი უნგრეთის მსოფლიო ჩემპიონატზე — ოლიმპიადის ლიცენზია გარანტირებულია

— რამდენად მნიშვნელოვანია ოლიმპიადისა თუ მსოფლიო ჩემპიონატის წინ მორალური მხარდაჭერა?

— რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. დედაჩემი ყოველთვის ახერხებს საჭირო სიტყვების გამონახვას, რათა მძიმე წუთებში დამეხმაროს. აი, მაგალითად, ახლახან, ევროპის ჩემპიონატის წინ, ყველანაირად ცდილობდა, ლიცენზიაზე არც მეფიქრა. არასდროს უთქვამს „ვალდებული ხარ, აუცილებლად უნდა გააკეთო“. სულ ცდილობდა, რომ ჩემი ყურადღება სხვა თემებზე გადაეტანა და, როგორც გაირკვა, სწორადაც იქცეოდა.

— როგორც ვიცი, აზერბაიჯანში შეკრებებზე წასვლამდე Maroon 5–ის კონცერტს დაესწარი ბათუმში. მოგწონთ ასეთი მუსიკა?

— საქმე მოწონება–არმოწონება არ არის. უბრალოდ, ასეთი დონის შემსრულებლები საქართველოში ძალიან იშვიათად ჩამოდიან და თავს კონცერტზე წასვლის სიამოვნებაზე უარს ვერ ვეტყოდი. მწვრთნელებს ვთხოვე ნებართვა და მათაც უფლება მომცეს. როგორც ისინი ამბობენ, დასვენებაც ერთგვარი ვარჯიშია.

— როგორ ატარებს თავისუფალ დროს 18 წლის ახალგაზრდა? თანაც, უბრალო ბიჭი კი არა, არამედ ის, ვინც თვენახევარში ოლიმპიადაზე მიემგზავრება?

— დასასვენებლად ახლა ბევრი დრო არ მრჩება, რაც ბუნებრივია. ძალიან მიყვარს მეგობრებთან დროის გატარება, კლუბში წასვლა, სპორტდარბაზში სიარული… საერთოდ, აქტიური დასვენება მომწონს. კიდევ წიგნების კითხვა მომწონს.

— აქტიური დასვენება სტრესის მოხსნაში გეხმარება?

— მე, პირადად, სტრესის მოსახსნელად მედიტაციას მივმართავ. ამაში ჩვენი ფსიქოთერაპევტი მეხმარება. სწორედ მან მასწავლა ის ვარჯიშები, რომლებიც სტრესთან გამკლავებაში მადგება. ჩვენს სახეობაში მთავარი ემოციების შეკავებაა. წარუმატებელი გასროლის გამო პანიკაში არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდე.

— ვინ არის ოჯახში თქვენი ყველაზე ერთგული ქომაგი?

სალომე ფაჟავა - Sputnik საქართველო
სალომე ფაჟავა — საქართველოში შემთხვევით დარჩენიდან რიოს ოლიმპიადამდე

— ბაბუაჩემი ვახტანგ სალუქვაძე. ყველაზე მეტად მისი გახარება მინდა ჩემი შედეგებით. არავის ისე არ უხარია ჩემი წარმატება, როგორც მას და ყოველთვის ნერვიულობს ჩემ გამო. მას დედაჩემის ბევრი გამარჯვება აქვს ნანახი, მაგრამ ცრემლი არასდროს წამოსვლია. აი, როცა მე ავიღე ოლიმპიადის ლიცენზია, ემოციებად დაიღვარა. მიხარია, რომ გავახარე.

— თავიდან, როცა რაგბიზე შეხვედით და არა სროლაზე, ბატონ ვახტანგს გული არ დაწყდა?

— არა, მსგავსი რამ არ ყოფილა. დედისა და ბაბუისგან განსხვავებით, მამაჩემი მარწმუნებდა ყოველთვის, რომ რაგბს უნდა გავყოლოდი. პირველად რომ ვისროლე, მაინც და მაინც არ მომეწონა და მათაც არ დაუძალებიათ. რაღაც დროის გასვლის მერე კიდევ ერთხელ მოვსინჯე თავი ტირში და მაშინღა მივხვდი, რომ ეს საჩემო საქმე იყო.

— სწავლობთ?

— კი, თსუ–ში, პოლიტიკის ფაკულტეტზე.

© საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროვახტანგ და ნინო სალუქვაძეები — სპორტის რაინდები
ვახტანგ და ნინო სალუქვაძეები — სპორტის რაინდები - Sputnik საქართველო
ვახტანგ და ნინო სალუქვაძეები — სპორტის რაინდები

— პოლიტიკა მოგწონთ თუ…

— თუ… (იცინის). პროფესიონალი სპორტსმენისთვის განათლება აუცილებელია. საშინლად არ მომწონს, როცა ადამიანი სპორტის მიღმა არაფერს ხედავს და არაფერი იცის.

— რას ანიჭებთ უპირატესობას — პნევმატური პისტოლეტიდან 10 მეტრზე სროლას, თუ სპორტული პისტოლეტიდან 50 მეტრზე სროლას?

— უფრო 50 მეტრზე სროლა მომწონს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენში არ არსებობს იმის პირობები, რომ ამ დისციპლინაში ვივარჯიშო. ამას ძირითადად შეკრებებზე ვახერხებ, რაც, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და ამიტომ შეჯიბრებებზე გვიჭირს.

— რიო–დე–ჟანეიროში უკვე იყავით. თუ მოგეწონათ ბრაზილია და რიო ოლიმპიადისთვის?

— სიმართლე გითხრათ, მეტს ველოდი. იქაურობა ძალიან განსხვავდება ფილმებში ნანახისგან.

— რიოში სასროლეთებიც გამოსცადეთ და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

— სროლა უკვე შეიძლება, თუმცა სამუშაოები დასრულებული ჯერ არ არის. 10 მეტრზე სროლის ტირში კონდიციონერი იყო დამონტაჟებული და ზაფხულის სიცხე არ იგრძნობოდა, აი 50–იანზე კი გავწვალდით. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც საჭიროა.

© Sputnik/ Levan Avlabreliცოტნე მაჭავარიანის ავტოგრაფი Sputnik-ს
ცოტნე მაჭავარიანის ავტოგრაფი Sputnik-ს - Sputnik საქართველო
ცოტნე მაჭავარიანის ავტოგრაფი Sputnik-ს
ყველა ახალი ამბავი
0