საქართველოს პრეზიდენტი ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალს დაესწრება

© Official Website of Georgian Football Federationდავით ყიფიანის სახელობის თასი
დავით ყიფიანის სახელობის თასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის „დინამოსა“ და ბოლნისი „სიონის“ შეხვედრა ქუთაისში გაიმართება.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალს დაესწრება, იუწყება ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერვდი.  

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი. XXIX ტურის შედეგები

ფინალური შეხვედრა დღეს 19:00 საათზე დაიწყება. დავით ყიფიანის სახელობის თასის მოსაპოვებლად ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდებიან. მატჩი პირველად გაიმართება რამაზ შენგელიას სახელობის ქუთაისის სტადიონზე. 

გამარჯვების შემთხვევაში „დინამო“ მეცამეტედ გახდება თასის მფლობელი და მეათედ გააფორმებს დუბლს. 

რაც შეეხება „სიონს“, გუნდი არასდროს ყოფილა თასის მფლობელი. ბოლნისელმა ფეხბურთელებმა მხოლოდ ერთხელ, 2003 წელს მიაღწიეს ფინალამდე, თუმცა გადამწყვეტ თამაშში თბილისის „დინამოსთან“ ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ. 

მიიღეთ მონაწილეობა Sputnik-ის გამოკითხვაში და ხმა მიეცით თქვენს ფავორიტ ლეგიონერს >>

 


ყველა ახალი ამბავი
0