თეირანში, ჭადრაკის გრან-პრიზე ძაგნიძე ლიდერებში გავიდა

© Гран-При Тегеранძაგნიძე თეირანში
ძაგნიძე თეირანში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გრან-პრის ფარგლებში წელს ჩატარდება კიდევ ორი ტურნირი - მაისში თბილისში და ივლისში ჩინეთის ქალაქ ჩენდუში.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ თეირანის გრან-პრის  მეექვსე ტურში მოუგო უკრაინელ ნატალია ჟუკოვას და მოხვდა ტურნირის ლიდერებში,აცხადებს ფიდე-ს ოფიციალური ვებ-გვერდი.

ექვსი ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ძაგნიძის აქტივში 4,5 ქულაა და იგი დაეწია ნატალია პოგონინას. რუსმა მოჭადრაკემ საანგარიშო ტური თავის თანამემამულესთან —ვალენტინა გუნინასთან — დაასრულა ფრედ და ასევე მოიპოვა 4,5 ქულა. მაგრამ დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით ძაგნიძე იკავებს პირველ ადგილს.

თეირანის გრან-პრი ჭადრაკში - Sputnik საქართველო
ძაგნიძემ პარტია თეირანის ჭადრაკის გრან-პრის ფავორიტთან ყაიმით დაასრულა

ძაგნიძემ მოიპოვა სუფთა მეორე ადგილი თეირანის გრან-პრიზე. საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა,რომელიც გამოდის თეირანში, ნინო ბაციაშვილმა წააგო ტურნირის მასპინძელთან — სარასადათ ხადემალშარიეჰთან. ამ მარცხის შემდეგ ბაციაშვილი სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილას აღმოჩნდა. გრან-პრის მეშვიდე ტურში ძაგნიძე შეხვდება ბაციაშვილს, ხოლო პოგონინა-ხამპი კონერუს ინდოეთიდან. შეჯიბრის ორივე ლიდერი ითამაშებს თეთრი ფიგურებით. თეირანის გრან-პრი,რომელშიც მონაწილეობენ მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი, დასრულდება 23 თებერვალს. გრან-პრის ფარგლებში წელს ჩატარდება კიდევ ორი ტურნირი — მაისში თბილისში და ივლისში ჩინეთის ქალაქ ჩენდუში.

ყველა ახალი ამბავი
0