საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატი 19 თებერვალს განახლდება

© photo: Sputnikფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩემპიონატის ლიდერია თბილისის „დინამო“, რომლის აქტივში 40 ქულაა. მეორე ადგილზე ხუთი ქულით ნაკლებით - ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორის „დილაა“, ხოლო მესამეზე 32 ქულით კლუბი „ცხინვალი“.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. 2015/2016 სეზონის ფეხბურთის  საქართველოს ჩემპიონატის მეორე წრე 19 თებერვალს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 

პირველი წრის შემდეგ, ჩემპიონატის ლიდერია თბილისის „დინამო“, რომლის აქტივში 40 ქულაა. მეორე ადგილზე ხუთი ქულით ნაკლებით — ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გორის „დილაა“, ხოლო მესამეზე 32 ქულით კლუბი „ცხინვალი“. 

 საქართველოს ჩემპიონატის  XVI ტურის განრიგი:

19 თებერვალი

„საბურთალო“ – „ცხინვალი“

„ლოკომოტივი“ – „ჩიხურა“

„ზუგდიდი“ – „დინამო“ ბათუმი

„საპოვნელა“ – „დინამო“ თბილისი

„შუქურა“ – „სამტრედია“

„მერანი“ – „ტორპედო“

„კოლხეთი“ — „დილა“

„სიონი“ – „გურია“

სფფ-ს ვებ-გვერდზე ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს თასის ნახევარფინალისტთა წყვილების კენჭისყრა 17 თებერვალს შედგება. დავით ყიფიანის თასზე ითამაშებენ: „დინამო“ თბილისი, „ვით ჯორჯია“, „სიონი“ და „ჩიხურა“. ნახევარფინალის პირველი მატჩები 20 აპრილს გაიმართება. საპასუხო თამაშები 5 მაისისათვისაა დაგეგმილი. საქართველოს თასის ფინალი 18 მაისს „დინამო არენაზე“ შედგება. 


ყველა ახალი ამბავი
0