ხოტენაშვილმა ყატარის ჭადრაკის ტურნირში მეორე გამარჯვება მოიპოვა

© worldsport.geბელა ხოტენაშვილი
ბელა ხოტენაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემდეგ ტურში ბელა ხოტენაშვილი შავი ფიგურებით ითამაშებს კიდევ ერთი ინდოელის, როი პრანტიკის წინააღმდეგ.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ქართველმა მოჭადრაკემ, ბელა ხოტენაშვილმა თეთრი ფიგურებით დაამარცხა ინდოელი საგარ შაჰი და მეორე გამარჯვება მოიპოვა Qatar Masters Open–ის საჭადრაკო ტურნირში. 

საანგარიშო ტურში ყაიმით დაასრულეს პარტიები ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა. მარცხი მხოლოდ სოფიკო გურამიშვილმა განიცადა ინდოეთის წარმომადგენელთან, არავინდჰუ ჩითხამბარამუსთან ბრძოლაში. 

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ნანა ძაგნიძემ ფიდეს ახალ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა

ამ დროისათვის ხოტენაშვილს საუკეთესო შედეგი აქვს ტურნირის მონაწილე ქართველ მოჭადრაკეთა შორის. მას 3.5 ქულა აქვს და 76–ე ადგილზეა 132 მონაწილეს შორის. ბოლოსწინა მერვე ტურში ბელა ხოტენაშვილი  შავი ფიგურებით ითამაშებს კიდევ ერთი ინდოელის, როი პრანტიკის წინააღმდეგ. 

შეჯიბრებაში ერთდოულად სამი დიდოსტატი ლიდერობს: შაჰთიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი), მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) და სანან სიუგიროვი (რუსეთი). სამივე მათგანს 5.5–5.5. ქულა აქვს.  

ტურნირი Qatar Masters Open მეორედ ტარდება. მასში მსოფლიოს ის უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ, რომელთა რეიტინგიც 2 300 ქულას აჭარბებს(როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის). შეჯიბრება 9 ტურად ტარდება შვეიცარული სისტემით.  

ტურნირის საპრიზო ფონდი 130 ათასი დოლარია, საიდანაც გამარჯვებული 27 ათასს მიიღებს. 

ყველა ახალი ამბავი
0