23:54 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ბარსელონა

უეფას სუპერთასის შეხვედრა თბილისში 2015 წლის საუკეთესო მატჩად აღიარეს

© Georgian Football Federation.
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
701

უეფას ვებგვერდის მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა დაესახელებინა 2015 წლის საუკეთესო შეხვედრა. შედეგად, თბილისში გამართულ უეფას სუპერთასის მატჩს ხმათა 45% ერგო.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. უეფას სუპერთასის მატჩი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართა თბილისში და რომელიც „ბარსას“ გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა, 2015 წლის უეფას საუკეთესო შეხვედრად აღიარეს, — იუწყება ორგანიზაციის ოფიციალური საიტი.   

უეფას ვებგვერდის მომხმარებელს შესაძლებლობა ჰქონდა დაესახელებინა  2015 წლის საუკეთესო შეხვედრა. შედეგად, თბილისში გამართულ უეფას სუპერთასის მატჩს ხმათა 45% ერგო. მეორე ადგილზე ხმათა 20%–ით გავიდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრა ბრიტანულ  „ჩელსისა“ და ფრანგულ „პარი სენ–ჟერმენს“ შორის, რომელიც ფრედ — 2:2 დასრულდა. 

მესამე ადგილი დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის სხვა მერვედინალურმა შეხვედრამ მადრიდის „რეალსა“ და გენზელკირჰენის „შალკეს“ შორის. ესპანელებმა ეს მატჩი საკუთარ მოედანზე გამართეს და დამარცხდნენ ანგარიშით 3:4. 

ხმის მიცემაში 75 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

 

მთავარი თემები