სრკ–ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატებმა განცხადებები გააკეთეს

რაგბი
რაგბი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ნიჟარაძემ და ირაკლი აბუსერიძემ განმარტეს მიზეზები, თუ რატომ განაცხადეს უარი საქართველოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე.

თბილისი, 17 დეკემბერი – Sputnik. გიორგი ნიჟარაძემ და ირაკლი აბუსერიძემ იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რომლის საფუძველზეც უარი განაცხადეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე.

"ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა, ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება და მოვხსენი ცემი კანდიდატურა“, – განაცხადა აბუსერიძემ.

საქართველოს რაგბის ყოფილი წევრისა და კაპიტნის სიტყვებით, მრავალი წლის განმავლობაში ხმები ვრცელდებოდა იმის შესახებ, რომ ის სახელისუფლებო კანდიდატი იყო.

„ერთი წელია ხელისუფლებაში ვარ და ცხოვრების ნახევარზე მეტი რაგბიში გავატარე და რა შუაშია ის განცხადებები, რომ მე სახელისუფლებო კანდიდატი ვიყავი? თუ რადგან მე თბილისის საკრებულოს წევრი ვარ, უფლება არ მაქვს, რომ  არჩევნებში მივიღო მონაწილეობა?!", — განაცხადა აბუსერიძემ. 

რაც შეეხება გიორგი ნიჟარაძეს, რომელიც ბოლო რვა წელია საქართველოს რაგბის ფედერაციას ხელმძღვანელობს, მან თბილისში ვიზიტად მყოფი „ევროპის რაგბის“ პრეზიდენტ ოქტავიან მორარიუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „"პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე თვე. არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ჩემთვის აქამდე არავის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველამ დაინახოს — სკამი არ არის მთავარი. რაგბი არის ჩემზე, თქვენზე და ყველა სპორტსმენზე უფრო მეტი. რაგბი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს“.

ნიჟარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი „რაგბის ოჯახში“ ყველანაირი დაპირისპირების გამორიცხვაა..

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე კანდიდატმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე და თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს, არჩევნების გამართვის თარიღი, ჯერჯერობით უცნობია.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0