საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში. XV ტურის ანონსი

© photo: Sputnikფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანამ ჩემპიონატის ლიდერები – „დინამო“ თბილისი და გორის „დილა“ გაარკვევენ თუ ვინ შეხვდება ახალ წელს ზამთრის სეზონის ჩემპიონის რანგში, „ექვსი ქულისთვის“ ნამდვილი ორთაბრძოლა ბოლნისში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „სიონი“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს.

თბილისი, 11 დეკემბერი – Sputnik. XV ტურის მატჩებით, რომლებიც 11–12 დეკემბერს გაიმართება, ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის 2015–2016 წლების სეზონი დასრულდება.

გახდება „დინამო“ თბილისი ზამთრის სეზონის ჩემპიონი? სავარაუდოდ, კი. საანგარიშო ტურში გიგი გეგუჩაძის გუნდი „შუქურასთან“ გასვლით მატჩს გამართავს და სეზონის ლიდერობისთვის მისთვის ამ მატჩის გამარჯვება აუცილებელია. დიდი ალბათობით, თბილისელები მათთვის სასურველი შედეგის მიღწევას შეძლებენ. „დინამომ“ ზედიზედ რვა მატჩი მოიგო. რაც შეეხება „შუქურას“, ქობულეთის გუნდმა ხუთი მატჩის განმავლობაში ერთი გამარჯვებაც ვერ მოიპოვა. 

ფეხბურთი - Sputnik საქართველო
უმაღლესი ლიგის კლუბები დაჯარიმდნენ

გორის „დილა“ „ზუგდიდთან“ გასვლით მატჩს გამართავს. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ უმაღლესი ლიგის საგზურის შენარჩუნების საკითხი მეორე წრეზე გადავა. ეხლა მათ უფრო საქართველოს თასის ¼ ფინალის საპასუხისმგებლო მატჩი ადარდებთ, რომელსაც 16 დეკემბერს „ვით–ჯორჯიას“ წინააღმდეგ გამართავენ.  პირველ მატჩში „ზუგდიდმა“ ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა და ტურნირის ნახევარფინალში გასვლისთვის საკმაო შანსიც მოიპოვა.

სანამ ლიდერები გაარკვევენ თუ ვინ შეხვდება ახალ წელს ზამთრის სეზონის ჩემპიონის რანგში, ნამდვილი ორთაბრძოლა „ექვსი ქულისთვის“ ბოლნისში გაიმართება, სადაც ადგილობრივი „სიონი“ „სამტრედიას“ უმასპინძლებს. ამ დროისთვის მასპინძლებს აქტივში 29 ქულა აქვთ. ორივე გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს. პირველი იმისთვის, რომ მეორე წრეში საკუთარი თავი ჰანდიკაპით უზრუნველყოს და მეორე – რათა ევროთასზე ადგილის მოსაპოვებლად ბრძოლა გააგრძელოს.

ზუგდიდის სტადიონის მაკეტი - Sputnik საქართველო
ზუგდიდში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო

უეფას ევროპის ლიგის კიდევ ერთი პრეტენდენტი – „ცხინვალი“ თბილისის „ლოკომოტივთან“ გასვლით მატჩს გამართავს. 

XV ტურის მატჩების განრიგი:

11 დეკემბერი

"გურია" — "კოლხეთი"

"ლოკომოტივი" — "ცხინვალი"

12 დეკემბერი

"შუქურა" — "დინამო" თბილისი

"ზუგდიდი" — "დილა"

"მერანი" — "დინამო" ბათუმი

"საბურთალო" — "ტორპედო"

"საპოვნელა" — "ჩიხურა"

"სიონი" — "სამტრედია"

XV ტურის წინ ბომბარდირთა სია:

ნიკა კაჭარავა ("ცხინვალი") — 13

ოთარ მარცვალაძე ("დილა") — 11

გიორგი ქვილითაია ("დინამო" თბილისი) — 11

 

 

ყველა ახალი ამბავი
0