23:42 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ავთო ჩრიკიშვილი

ავთო ჭრიკიშვილი იაპონიის გრან-პრის გამარჯვებული გახდა

facebook.com/ijudo
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
3810

ოქროს მედლის გზაზე, ჭრიკიშვილმა ხუთი გამარჯვება მოიპოვა და მოწინააღმდეგეებს არცერთი შანსი არ დაუტოვა.

თბილისი, 5 დეკემბერი  — Sputnik. იაპონიის გრან-პრიზე ავთო ჭრიკიშვილი (-81კგ) პირველი ქართველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ტურნირი მოიგო. ფინალურ ორთაბრძოლაში ჩრიკიშვილმა სამხრეთ კორეელი სენგსუ ლი დაამარცხა.

ოქროს მედლის გზაზე, ჭრიკიშვილმა ხუთი გამარჯვება მოიპოვა და მოწინააღმდეგეებს არცერთი შანსი არ დაუტოვა.

ამ წონით კატეგორიაში უშანგი მარგიანმა ამერიკელ ტრავის სტივენსს დაუთმო და ბრინჯაოს მედლის მოპოვების შესაძლებლობა დაკარგა. ბრინჯაოს მედალი ნუგზარ ტატალაშვილმა (-73კგ) მოიპოვა, რომელმაც თანამემამულე ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა.

ტატალაშვილი ნახევარფინალში იაპონელ ხიროუკი აკიმიტოსთან დამარცხდა, რომელმაც საბოლოო ჯამში გრან-პრი მოიპოვა.

გრან-პრის დასკვნით დღეს, 6 დეკემბერს, მედლები მძიმე წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს ნაკრებს ვარლამ ლიპარტელიანი (-90კგ), ბექა ღვინიაშვილი და ლაშა გურული (ორთავე —100კგ), ლევან მათიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი წარმოადგენს.


მთავარი თემები