თბილისი მსაფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს მძლეოსნობაში

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიТяжелая атлетика
Тяжелая атлетика - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მასშტაბური ტურნირის გამართვა უსაფრთხოების ყველა ზომებს უნდა შეესაბამებოდეს . ასევე აღინიშნა, რომ თბილისს უკვე აქვს მსგავსი შეჯიბრების ჩატარების გამოცდილება, რადგან 2015 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. 2016 წლის ივნისში, საქართველოს დედაქალაქი მსაფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს მძლეოსნობაში. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჰიუსტონში, მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე იქნა მიღებული, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წინ გაიმართა. 

თბილისში პრეზენტაცია   აღმასკომის სხდომაზე დამსწრე საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიშვილმა, ვიცე პრეზიდენტმა ზურაბ ბოკოლიშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ გამართეს. 

პრეზენტაციის დროს ქართული დელეგაციის წევრებმა აქცენტი გააკეთეს იმაზე, რომ ამ მასშტაბური ტურნირის გამართვა უსაფრთხოების ყველა ზომებს უნდა შეესაბამებოდეს.  ასევე აღინიშნა, რომ თბილისს უკვე აქვს მსგავსი შეჯიბრების ჩატარების გამოცდილება, რადგან 2015 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. 

მსოფლიო ჩემპიონატი ჰიუსტონში 21-28 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ტურნირზე 10 სპორტსმენი წარმოადგენს — რვა მამაკაცი და ორი ქალი. მედლების გარდა, ჩემპიონატზე გათამაშდება 2016 წლის  რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია.


ყველა ახალი ამბავი
0