13:46 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
რაგბი, საქართველოს ნაკრები

მილტონ ჰეიგი თავისი "ბორჯღალოსნებით" ამაყობს

© facebook.com/OfficialGeorgiaRugby.
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
3601

რაგბის მსოფლიო თასი 2015-ის ფინალურ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს ნამიბიის წინააღმდეგ გამართავს.

თბილისი. 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი ახალ ზელანდიელებთან გამართული მატჩის შემდეგ, თავისი გუნდით — „ბორჯღალოსნებით“ ამაყობს, ამის შესახებ Rugbyworldcup წერს.

 „ვამაყობ ბიჭებით. ისინი ღირესულად იცავდნენ თავისი ქვეყნის ფერებს. ჩვენ გვინდოდა მთელი მსოფლიოსთვის გვენახებინა, როგორია ქართული რაგბი და ჩვენ ეს შევძელით. ნებისმიერი მოწინააღმდეგისათვის ახალ ზელანდიასთან თამაში ძალიან მძიმე და რთულია. მაგრამ ვთვლი, რომ საქართველომ ღირსეულად ითამაშა. ჩვენ ვაჩვენეთ როგორ შეგვიძლია რაგბის თამაში“, თქვა ჰეიგმა.

 ერთი დღით ადრე, ახალი ზელანდიის ნაკრებმა ქართველი „ბორჯღალოსნები“ 43:10 დაამარცხა მსოფლიო თასისათვის ბრძოლაში. მიუხედავად წაგებისა, ქართველებმა მოახერხეს მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონებისათვის თავისი თამაში მოეხვიათ თავს.

 „ბორჯღალოსანთა“  მწვრთნელმა ასევე ღიად განაცხადა, რომ მისი გუნდი ექვსი ერის თასის ჩემპიონატში უნდა იყოს ჩართული.

 "მე სახალხოდ ვლაპარაკობ ამ თემაზე, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისათვის. თუ ჩვენ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანნი გავხდეთ, ჩვენ აუცილებლად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ექვსი ერის თასში. შეხედეთ, რამხელა პროგრესს მიაღწია არგენტინამ „რეგბის ჩემპიონატში“ ჩართვის შემდეგ. ვფიქრობ, რომ მათ უფრო მეტის მიღწევა შეუძლიათ“, განაცხადა მწვრთნელმა. 

 „რა თქმა უნდა ჩვენ გვესმის, რომ ეს არ იქნება ადვილი გადაწყვეტილება ექვსი ერის თასის ორგანიზატორთათვის, მაგრამ გლობალურ მასშტაბში ეს მნიშვნელოვანია რაგბის განვითარებისათვის. ეს კარს გახსნის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის. მე ვთვლი რომ მათ უნდა განიხილონ საქართველოს ამ ტურნირში ჩართვის საკითხი“, — განაცხადა ახალზელანდიელმა სპეციალისტმა. 

 რაგბის მსოფლიო თასი 2015-ის ფინალურ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბერს ნამიბიის წინააღმდეგ გამართავს.


მთავარი თემები