13:52 18 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8521
  • 100 RUB3.9193
  • USD2.4602
მამუკა გორგოძე

მამუკა გორგოძე - საქართველო-ახალი ზელანდიის მატჩის საუკეთესო მოთამაშეა

© facebook.com/OfficialGeorgiaRugby.
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
5511

მატჩის ყველაზე ფასეულ რაგბისტად - Man of the Match, მესამე ხაზის თავდამსხმელი მამუკა გორგოძე, მსოფლიო თასზე თამაშებში მეორედ სახელდება. ეს ტიტული გორგოძემ პირველად ქართული ნაკრების ტონგასთან დაპირისპირების შემდეგ მოიპოვა.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების კაპიტანი მამუკა გორგოძე საქართველოსა და ახალი ზელანდიის გუნდების შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, იტყობინება Rugger.

და ეს მაშინ, როცა თამაში „ოლ ბლექსის“ დიდი ანგარიშით მოგებით 43:10 დასრულდა. 

მატჩის ყველაზე ფასეულ რაგბისტად —  Man of the Match, მესამე ხაზის თავდამსხმელი მამუკა გორგოძე, მსოფლიო თასზე თამაშებში მეორედ სახელდება. ეს ტიტული გორგოძემ პირველად ქართული ნაკრების ტონგასთან დაპირისპირების შემდეგ მოიპოვა. 

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ახალ ზელანდიელებთან შეხვედრას შემდეგი კომენტარი გაუკეთა: „ახალზელანდიელებმა ბრწყინვალე, ოსტატური თამაშის დემონსტრირება მოახდინეს, მაგრამ ჩვენც, ჩვენი მხრიდან შესაძლებლობების  მაქსიმუმი ვაჩვენეთ, ვფიქრობ ჩვენს გუნდს აქვს უფლება იამაყოს ამ მატჩით“.

გორგოძემ ასევე აზრი გამოთქვა მის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებასთან დაკავშირებით:

„ორი სურვილი ამისრულდა: მეთამაშა ახალ ზელანდიასთან და გავმხდარიყავი „ოლ ბლეკსებთან“ ორთაბრძოლის საუკეთესო რაგბისტი“, აღნიშნა ქართული გუნდის კაპიტანმა. 


მთავარი თემები