06:39 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
საქართველოს რაგბის ნაკრები IRB - ს ახალ რეიტინგში ორი პოზიციით ჩამოქვეითდა

საქართველოს რაგბის ნაკრები IRB - ს ახალ რეიტინგში ორი პოზიციით ჩამოქვეითდა

© facebook.com/OfficialGeorgiaRugby.
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
10501

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა, მსოფლიო თასზე არგენტინელებთან დამარცხების შემდეგ, IRB-ს ახალ რეიტინგში მეცამეტედან მეთხუთმეტე ადგილზე გადაინაცვლა. 

 წაგების შედეგად ქართულმა გუნდამ 1,27 სარეიტინგო ქულა დაკარგა და უფლება მისცა ტონგასა და იტალიის გუნდებს რეიტინგებში გაესწროთ მისთვის. 

 რეიტინგის არსებობის 12 წლის მანძილზე, მეორე ადგილზე გავიდა ეულსის გუნდი. „დრაკონებმა“ საკმაოდ მოულოდნელად მოუგეს ინგლისის გინდს და 2.68 სარეიტინგო ქულა შეიძინეს. 

 უძლიერეს ნაკრებთა სიას მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი და ამჟამინდელი გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი — ახალი ზელანდია უდგას სათავეში. მეორე ადგილზე გასულ უელსის გუნდს იგი 5.58 ქულით უსწრებს. 

სწორედ ახალი ზელანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს თავის მორიგ შეხვედრას მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები. თამაში 2 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე, კარდიფში, „მილენიუმის“ სტადიონზე  შედგება. 


თემაზე

ქართველი რაგბისტები მსოფლიო თასის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ჩართეს
მსოფლიო რეიტინგში ქართველი რაგბისტები კვლავ მე–17 ადგილს ინარჩუნებენ
არგენტინის ნაკრები: ქართველი რაგბისტები ძლიერები არიან და ჩვენ ამისთვის მზად ვართ

მთავარი თემები