საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში — მეოთხე ტურის ანონსი

© photo: Sputnikფეხბურთი
ფეხბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა შაბათს, 12 სექტემბერს გაიმართება გორში, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დილა“ „ცხინვალს“ უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილში გუნდები მეოთხე და მეექვსე ადგილებზე არიან შესაბამისად.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში, რომელიც ევრო 2016–ის შესარჩევი მატჩების გამო იყო შეჩერებული, პარასკევს, 11 სექტემბერს განახლდება. 

საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტური პარასკევს და შაბათს გაიმართება. 

თამაშის დღის პროგრამა „მერანისა“ და „დინამოს“ შეხვედრით გაიხსნება. გუნდები სატურნირო ცხრილის დიამეტრულად საწინააღმდეგო ადგილებს იკავებენ. დედაქალაქის გუნდი ჩემპიონატის ლიდერია აქტივში 9 ქულითა და ბურთებში  +11 სხვაობით. 

„მერანს“ კი ამ სეზონში ჯერ არც ერთი შეხვედრა არ მოუგია. გუნდმა საკუთარ კარში 10 გოლი მიიღო, თავად კი მხოლოდ ორჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. 

დღეს, მეორე შეხვედრა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ადგილობრივი „ლოკომოტივი“ და ლანჩხუთის „გურია“ შეხვდებიან. 

„ლოკომოტივს“, ისევე როგორც „მერანს“, ჯერ არც ერთი ქულა არ აქვს აქტივში. თუმცა, თბილისელ ფეხბურთელებს დღეს სტატისტიკის კორექტირების შესანიშნავი შანსი აქვთ. საქმე ისაა, რომ „ლოკომოტივი“ და „გურია“ ექვსჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ექვსივეჯერ "ლოკომოტიველებმა“ გაიმარჯვეს.

თამაში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

მეოთხე ტურის ცენტრალური შეხვედრა შაბათს, 12 სექტემბერს გაიმართება გორში, სადაც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „დილა“ „ცხინვალს“ უმასპინძლებს. სატურნირო ცხრილში გუნდები მეოთხე და მეექვსე ადგილებზე არიან შესაბამისად. 

მეტოქეები ერთმანეთს სულ ათჯერ შეხვდნენ. მატჩების შედეგების მიხედვით, მეტი უპირატესობა „ცხინვალს“ აქვს, რომელმაც ოთხი მატჩი მოიგო, სამი შეხვედრა ფრედ დამთავრდა, ხოლო სამში „დილამ“ გაიმარჯვა. 

მეოთხე ტურის მატჩების გრაფიკი ასე გამოიყურება:

11 სექტემბერი

• „მერანი“ — „დინამო“ თბილისი

• „ლოკომოტივი“ — „გურია“

12 სექტემბერი

• „საპოვნელა — „სიონი“

• „საბურთალო“ — „სამტრედია“

• „ზუგდიდი“ — „ჩიხურა“

• „კოლხეთი“ — „შუქურა“

• „დილა“ — „ცხინვალი“

• „დინამო“ ბათუმი — „ტორპედო“

 

 

ყველა ახალი ამბავი
0