გურამ კაშია აგვისტოში ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს

© http://www.ad.nl/გურამ კაშია
გურამ კაშია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურამ კაშია „ვიტესში“ 2010 წლიდან თამაშობს და გუნდის კაპიტანია. ამ ხნის მანძილზე მცველმა კლუბის შემადგენლობაში 187 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრებისა და არნემის „ვიტესის“ ცენტრალური მცველი გურამ კაშია აგვისტოში, ჰოლანდიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, იტყობინება გაზეთი Algemeen Dagblad.

 „მე იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც ძალიან უჭირს ადაპტირება. მაგრამ ეხლა მე ყველაფერი ვიცი ჰოლანდიაზე და თავს ნამდვილ არნემელად ვგრძნობ. ვიცნობ ფაქტიურად ყველას „ჩემს“ ქუჩაზე და ჩემს საყვარელ კაფეში“,- თქვა კაშიამ პრიზის გადაცემის შემდეგ. 

 გურამ კაშია „ვიტესში“ 2010 წლიდან თამაშობს და გუნდის კაპიტანია. ამ ხნის მანძილზე მცველმა კლუბის შემადგენლობაში 187 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა. 

 ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ოთხი ტურის შემდეგ, „ვიტესი“ მეშვიდე ადგილს იკავებს და ტავის აქტივში შვიდი ქულა აქვს. 

 საქართველოს ნაკრებში გურამ კაშიამ 35 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. 


ყველა ახალი ამბავი
0