საქართველოს რაგბისტთა ნაკრებმა ზედიზედ მესამე ტესტ მატჩი წააგო

© facebook.com/OfficialGeorgiaRugbyსაქართველოს რაგბისტთა ნაკრები
საქართველოს რაგბისტთა ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა რაგბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ სამივე ტესტ მატჩი წააგეს.

თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრებმა, რომელიც განაგრძობს მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზადებას, ტესტ მატჩში იაპონიის გუნდთან წააგო 10:13.

 გლოსტერში შეხვედრის პირველი ტაიმი 7:6 დასრულდა ქართველ რაგბისტთა სასარგებლოდ. რეზულტატური მცდელობა თავის ანგარიშზე მურაზ გიორგაძემ ჩაიწერა, ხოლო რეალიზაცია მერაბ კვირიკაშვილმა მოახდინა. 

 მეორე ნახევარში მოედანზე თანაბარი ბრძოლა გაიმართა და ანგარიში უცვლელი იყო 70-ე წუთამდე, როცა ლაშა მალაღურაძემ საჯარიმო ზუსტად შეასრულა. სჩანდა, რომ ქართველი მორაგბეები უკვე იგებდნენ შეხვედრას, მაგრამ დარჩენილ დროში იაპონელებმა შეძლეს იღბლიანი მცდელობის განხორციელება, რომელსაც რეალიზაციაც მოჰყვა. 

 რევანშის აღება ქართველმა რაგბისტებმა უკვე ვეღარ მოახერხეს.

 საბოლოოდ, ქართველმა რაგბისტებმა მსოფლიო ჩემპიონატის წინ სამივე  ტესტ მატჩი წააგეს: აგვისტოს ბოლოს „ნიუკასლ ფელკონსთან“,  2 სექტემბერს კანადის ნაკრებთან და ეხლა იაპონიის ნაკრებთან. 

 რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისსა და უელსში 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრამდე გაიმართება. "С"-ჯგუფში საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგეები იქნებიან ახალი ზელანდიის, არგენტინის ტონგოს და ნამიბიის გუნდები. 


ყველა ახალი ამბავი
0