ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

© https://www.facebook.com/TbilisiEYOF?fref=tsძიუდო
ძიუდო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მედლებისთვის ორთაბრძოლაში ებმებიან: რობინზონ ბეგლარიშვილი (-60კგ(, ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ), ნატალია ყიფშიძე (-48კგ), ნინო მგელაძე და მზია ბებოშვილი, რომლებიც -52 კგ წონით კატეგორიაში გამოდიან.

თბილისი, 6 აგვისტო— Sputnik.  ქართველმა ძიუდოისტმა ვანო ხუბაშვილმა სარაევოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე კადეტთა შორის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

55კგ წონით კატეგორიაში ხუბაშვილმა ბრაზილიელ რენან ტორესი დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ბრინჯაოს მოპოვების შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა გიორგი ნიაზაშვილმა გამარჯვება რუს სპორტსმენს დაუთმო. 

დღეს მედლებისთვის ორთაბრძოლაში ებმებიან: რობინზონ ბეგლარიშვილი (-60კგ(, ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ), ნატალია ყიფშიძე (-48კგ), ნინო მგელაძე და მზია ბებოშვილი, რომლებიც —52 კგ წონით კატეგორიაში გამოდიან.

სარაევოში მსოფლიო ჩემპიონატი 9 აგვისტოს დასრულდება.


ყველა ახალი ამბავი
0