17:41 20 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
კალათბურთი

საკალათბურთო კლუბი „ვით-ჯორჯია“ ВТБ-ს ერთიანი ლიგაში მიიღებს მონაწილეობას

© photo: Sputnik / Alexey Filipov
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
89 0 0

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თბილისის საკალათბურთო კლუბი „ვით-ჯორჯია“ პირველი ქართული გუნდი გახდა, რომელიც ВТБ-ს ერთიანი ლიგის 2015/2016 წლის სეზონში მიიღებს მონაწილეობას. გადაწყვეტილება ვით-ჯორჯიას ჩემპიონატის მონაწილეთა შემადგენლობაში ჩართვაზე ერთხმად იქნა მიღებული ლიგის საბჭოზე. ამის შესახებ ტურნირის ოფიციალური გვერდი იტყობინება. ქართული გუნდი ტურნირზე რუსულ კლუბ "Крылья Советов"-ს  ჩაანაცვლებს.

 ВТБ-ს ერთიან ლიგაში მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს, რომელთაგან 9 რუსეთის გუნდია. კიდევ შვიდი ქვეყანა — საქართველო, ყაზახეთი, ესტონეთი, ლიტვა, ბელორუსი, ჩეხეთი და ფინეთი ლიგაში თითო გუნდითაა წარმოდგენილი. 

 ВТБ-ს ერთიანი  ლიგის რეგულარული სეზონი მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება და მომავალი წლის აპრილში დასრულდება. „რეგულარული“ თამაშების შედეგების მიხედვით 8 საუკეთესო გუნდი „ფლეი-ოფში“ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2016 წლის მაის-ივნისში ჩატარდება.  

 ВТБ-ს ერთიანი ლიგა — საკალათბურთო ტურნირი, 2008 წელს რუსეთის კალათბურთის ფედერაციისა და ВТБ-ს მიერ შეიქმნა. შეჯიბრში მონაწილეობას იღებენ აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის კლუბები. ლიგის მოქმედი გამარჯვებული მოსკოვის ЦСКА-ს გუნდია. 

მთავარი თემები