ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ერევნის ტურნირზე ოქრო მოიპოვა

ერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახლა საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კიდევ ორი ჯილდოა და ორივე 125 კგ–ზე ზემოთ წონით კატეგორიაში. ვერცხლი დავით მოძმანაშვილმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო — გიორგი საკანდელიძემ.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. თავისუფალი სტილით მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ერევნის სტეფან სარქისიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. 57 კგ–მდე წონითი კატეგორიის საფინალო ორთაბრძოლაში ქართველმა მოჭიდავემ რუს ხურეშ დონდუკ–ოოლას სძლია. 

ახლა საქართველოს ნაკრების ანგარიშზე კიდევ ორი ჯილდოა და ორივე 125 კგ–ზე ზემოთ წონით კატეგორიაში. ვერცხლი დავით მოძმანაშვილმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაო — გიორგი საკანდელიძემ. 

ქართველ მოჭიდავეებს კიდევ სამი ბრინჯაოს მედლის აღების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ალექსანდრე ჯაჭვაძემ (–70 კგ), დავით მარსაგიშვილმა და ნოდარ ეგაძემ (ორივე 86 კგ) მესამე ადგილისთვის გამართული ორთაბრძოლები წააგეს. 

ცნობილი სომეხი მოჭიდავის სტეფან სარქისიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი მეოცედ ტარდება და ჭიდაობის გაერთიანებული სტილების საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ კალენდარში შედის. 

 


ყველა ახალი ამბავი
0