თბილისში კალათბურთის განახლებული დარბაზი გაიხსნა

© facebook.com/GeorgianGovernmentირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთის მოედანი გახსნა
ირაკლი ღარიბაშვილმა კალათბურთის მოედანი გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოლიმპიური ფესტივალის ”თბილისი 2015” ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში 12 ობიექტი გაიხსნა. მათგან ექვსი ახალია, ხოლო დანარჩენი ექვსი აღადგინეს და განაახლეს. რეკონსტრუქცია ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც სპორტსმენებმა ორი მოედანი მიიღეს - საწვრთნელი და შეჯიბრებისთვის განკუთვნილი.

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამშაბათს, 14 ივლისს ვერის საკალათბურთო განახლებული დარბაზის გახსნას დაესწრო და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყანა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლებს.

ოლიმპიური ფესტივალის ”თბილისი 2015” ფარგლებში საქართველოს დედაქალაქში 12 ობიექტი გაიხსნა. მათგან ექვსი ახალია, ხოლო დანარჩენი ექვსი აღადგინეს და განაახლეს. რეკონსტრუქცია ერთი წლის მანძილზე მიმდინარეობდა, რის შემდეგაც სპორტსმენებმა ორი მოედანი მიიღეს — საწვრთნელი და შეჯიბრებისთვის განკუთვნილი.

”დღეს განახლებულ ვერის საკალათბურთო დარბაზში ვიმყოფებით, ეს არის კალათბურთელებისთვის და თბილისელებისთვის საყვარელი ადგილი. ამ დარბაზს სრული რეაბილიტაცია გაუკეთდა, დაახლოებით 2 მილიონზე მეტი (დაახლოებით 0,88 მლნ აშშ დოლარი) დავხარჯეთ და თქვენ ნახეთ, რომ ეს არის აბსოლუტურად საერთაშორისო სტანდარტების მქონე თანამედროვე დარბაზი, რომელიც ღირსეულად უმასპინძლებს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პერიოდში ვერის საკალათბურთო დარბაზი გოგონათა გუნდებს უმასპინძლებს. 

ევროპის მეცამეტე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში 26 ივლისს-1 აგვისტოს ჩატარდება.


ყველა ახალი ამბავი
0