00:38 23 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ევროპული თამაშები

ქართველმა სპორტსმენებმა ბაქოს ევროპულ თამაშებზე პირველი მედლები მოიპოვეს

© Sputnik/ Алексей Филиппов
სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
2801

ვერცხლის მედლები მოიპოვეს მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძემ და მშვილდოსანთა დუეტმა – ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ, ბრინჯაო – ჯუმბერ ყველაშვილმა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ოთხშაბათს, 17 ივნისს საქართველოს ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

 მშვილდიდან სროლაში ხათუნა ნარიმანიძისა და ლაშა ფხაკაძის დუეტმა ფინალში დაძაბული ბრძოლა წააგო იტალიურ წყვილთან — ნატალია ვალეევასა და მაურო ნესპოლისთან 3:5.  ბრინჯაოს მედლები უკრაინულ წყვილს ხვდა წილად. 

თავისუფალ ჭიდაობაში 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი ჯუმბერ ყველაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ორთაბრძოლა ბელორუს ალი შაბანოვს მოუგო. 

97 კგ-მდე წონით კატეგორიაში ფინალში ელიზბარ ოდიკაძეს აზერბაიჯანელ ხეთაგ გაზიუმოვთან მოუწია შერკინება და ორთაბრძოლა 1:3 წააგო. შედეგად ოდიკაძემ ევროპული თამაშების ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებში საქართველოდან 104 სპორტსმენი სპორტის 13 სახეობასა და 17 დისციპლინაში იღებს მონაწილეობას. ყველაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავს მსუბუქ ათლეტიკას – 37 სპორტსმენი. პირველი მედლები სპორტის ამ სახეობაში 21 ივნისს გათამაშდება. 


თემაზე

ბაქოს ევროპულ თამაშებზე ბელორუსმა და ქართველმა მოჭიდავემ იჩხუბეს

მთავარი თემები