”ბარსელონა” და ”სევილია” თბილისში 9 აგვისტოს ჩამოფრინდებიან

© photo: Sputnik / Антон Денисов / გადასვლა მედიაბანკში"იუვენტუსი" – "ბარსელონა"
იუვენტუსი – ბარსელონა - Sputnik საქართველო
გამოწერა
10 აგვისტოს ორივე გუნდი ”დინამო არენას” სტადიონს მოსინჯავს, სადაც 11 აგვისტოს უეფას სუპერთასი გათამაშდება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. უეფას სუპერთასის მონაწილე გუნდები ”ბარსელონა” და ”სევილია” საქართველოს დედაქალაქში 9 აგვისტოს დილით ჩამოვლენ. ამის შესახებ ესპანური კლუბებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

”ბარსელონა” სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” გაჩერდება და 112 არსებული ნომრიდან 102-ს დაჯავშნის. ამავე დღეს კატალონიური კლუბის ფეხბურთელები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ივარჯიშებენ. ვარჯიშს მხოლოდ მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

რაც შეეხება ”სევილიას”, უეფას ევროპის ლიგის გამარჯვებულებმა სასტუმრო ”ჰოლიდეი ინ“ – ზე შეაჩერეს არჩევანი. ანდალუზიელები ”დინამოს” აკადემიის სტადიონზე ივარჯიშებენ. როგორც ”ბარსელონას” შემთხვევაში, წვრთნებს მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები დაესწრებიან.

მეორე დღეს, 10 აგვისტოს ორივე გუნდი ”დინამო არენას” სტადიონს მოსინჯავს, სადაც 11 აგვისტოს უეფას სუპერთასი გათამაშდება.

მატჩზე დასასწრები ბილეთები 22 ივნისიდან გაიყიდება. მათი შეძენა ინტერნეტით ვებ-გვერდის biletebi.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი. ბილეთები 7, 15 და 30 ევრო ეღირება.


ყველა ახალი ამბავი
0