შოთა არველაძე: საქმიანობა თურქეთში მინდა გავაგრძელო

© photo: Sputnik / Г. Ахаладзе / გადასვლა მედიაბანკშიარველაძე
არველაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. ერთ–ერთმა ესპანურმა ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია იმისა შესახებ, რომ ისრაელის ფეხბურთის კლუბ „მაკაბის“ მთავარ მწვრთნელად შოთა არველაძის მიწვევა სურს.

„თურქეთში მინდა ვიმუშაო, თუმცა ამ ეტაპზე არავითარი შემოთავაზება არ მაქვს. სავსე ვარ ენერგიით და მზად ვარ ჩავერთო საქმიანობაში. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი, ჯერ არავინ დამკავშირებია“, განაცხადა არველაძემ აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით .

ბოლო 5 წლის განმავლობაში არველაძე თურქეთში მუშაობდა, სადაც 2010–დან 2012 წლის ჩათვლით „კაისერისპორს“ ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგი 3 წლის განმავლობაში –  „ქასიმფაშას“. მიმდინარე წლის მარტში 42 წლის ქართველმა მწვრთნელმა დატოვა დაკავებული პოზიცია მას შემდეგ, რაც არველაძის გუნდმა, „ქასიმფაშამ“ წააგო „კონიასპორთან“ ანგარიშით 1:2.

 


ყველა ახალი ამბავი
0