მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლან გაროზე“ მეორე მატჩში გაიმარჯვა

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიტენისი.
ტენისი. - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურნირის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს აშშ–ს წარმომადგენელთან ჯარედ დონალდსთან მოუწევს შერკინება.

თბილისი, 22 მაისი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა „როლან გაროს“ დიდი შლემის მეორე კვალიფიკაციურ მატჩში ამერიკელი ბიორნ ფრატანგელო 3 სეტში დაამარცხა ანგარიშებით:6–1, 6–7, 6–3.

შეხვედრა თითქმის 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. პირველი პარტიისთვის მხოლოდ 26 წუთი დაიხარჯა, მეორე სეტში კი ამერიკელმა სპორტსმენმა შეუპოვარი წინააღმდეგობა გაუწია ბასილაშვილს. 5–5 ანგარიშის დროს ბრეიკის გაკეთების გამო, ბასილაშვილმა ჩაწოდების უფლება დაკარგა და გამარჯვებულის გამოვლენა ტაი–ბრეიკზე მოხდა, სადაც უფრო ძლიერი აშშ–ს წარმომადგენელი აღმოჩნდა ანგარიშით 11–9.

ფინალურმა პარტიამ ქართველი ჩოგბურთელის აშკარა უპირატესობით ჩაიარა. ბასილაშვილმა, რომელიც დაწინაურებული იყო ანგარიშით 5–1, მოწინააღმდეგეს 2 გეიმში გამარჯვების საშუალება მისცა. თუმცა შემდეგ, საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებელი წერტილი დაუსვა ორთაბრძოლას.

ტურნურის ძირითად ბადეში მოსახვედრად ბასილაშვილს კიდევ  ერთ ამერიკელ სპორტსმენთან ჯარედ დონალდსთან მოუწევს შერკინება, რომელმაც 2 სეტში დაამარცხა რამკუმარ რამანათჰანი ანგარიშებით  6–2, 6–0.


ყველა ახალი ამბავი
0