ქართველი მოციგავის ქუმარიტაშვილის დაღუპვა - ტრაგიკული დამთხვევების შედეგი

გამოწერა
ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში ტრაგიკული დამთხვევების ერთობლიობაა დამნაშავე, რომელიც სპორტსმენის მიერ დაშვებული შეცდომის მერე მოხდა, ასევე კანადის უისტლერის ტრასის არასრულყოფილება.

 

თბილისი, 5 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვაში ტრაგიკული დამთხვევების ერთობლიობაა დამნაშავე, რომელიც სპორტსმენის მიერ დაშვებული შეცდომის მერე მოხდა, ასევე კანადის უისტლერის ტრასის არასრულყოფილება, მიიჩნევს რუსეთის საციგაო სპორტის ნაკრების მწვრთნელი ვალერი სილაკოვი. 

ქართველი სპორტსმენი 12 თებერვალს, უისტლერში, 2010 წლის თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე საციგაო ტრასაზე დაიღუპა. ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვა უბედურ შემთხვევად აღიარეს. ასეთი დასკვნა გამოიტანა კანადური პოლიციის გამომძიებელმა ტომ პავლოვსკიმ, რომელმაც ტრაგედიის მთავარ მიზეზად ქართველი სპორტსმენის ”არასაკმარისი გამოცდილება” დაასახელა. 

”საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (FIL), რომლის ხელმძღვანელობაშიც შევდივარ, ასევე მიიჩნევს, რომ დამნაშავეა დეტალების ერთობლიობა, დამთხვევა, რომ სპორსმენი დაშვებული შეცდომის გამო დაიღუპა”, - განაცხადა სილაკოვმა. ამონარიდებს მისი ინტერვიუდან სააგენტო ”რია ნოვოსტი” აქვეყნებს.

მისი თქმით, კანადური უისტლერის ტრასა უსაფრთხოდ არის აღიარებული მიუხედავად იმისა, რომ ის მნიშვნელოვნად არ შეესაბამება საპროექტო გათვლებს, რაზეც FIL მიუთითებდა.

”ამ დასკვნის შედეგად გამოდის, რომ უისტლერის ტრასა უსაფრთხოა, თუმცა იქ ტრაგედიის მერე დამატებითი დამცავი ჯებირები გააკეთეს, სტარტი ქვედა წერტილში გადაიტანეს, რამაც ჩვენ ხელი შეგვიშალა ოლიმპიური მედლის აღებაში. კიდევ ერთი ნიუანსი: კანადური ტრასა გათვლებში შეცდომით იყო აგებული. შეცდნენ თითქმის 20 კმ/სთ-ში. ეს ციფრი რაღაცაზე მეტყველებს. მაქსიმალური სიჩქარე უნდა ყოფილიყო 137 კმ/სთ, ხოლო ალბერტი (დემჩენკო), მაგალითად, 155 კმ/სთ-ით მოძრაობდა. ასეთ სხვაობას შედეგები მოაქვს. არ უნდა დავივიწყოთ, რომ სპორტსმენები ციგას მხოლოდ სხეულის დახმარებით მართავს”, - აღნიშნა რუსეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. 

საციგაო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ კანადის ფედერაციაში მოთხოვნა გააგზავნა - უისტლერის ტრასა პროექტის გათვლებთან შესაბამისობაში იქნას მოყვანილი.

”მომავალ წელს კანადაში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარება იგეგმება. არ ვიცი, როგორ აპირებენ ისინი ამ მოთხოვნების შესრულებას. თუ მოთხოვნა არ შესრულდება, შეჯიბრი კვლავ ქალთა სტარტიდან (ქვედა წერტილი) ჩატარდება, როგორც ოლიმპიურ თამაშებზე”, - აღნიშნა სილაკოვმა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0