01:46 29 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
дзюдо

დილარ ხაბულიანმა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

სპორტი
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დილარ ხაბულიანმა საქართველოს ძიუდოს ფედრაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დილარ ხაბულიანმა საქართველოს ძიუდოს ფედრაციის პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ ორშაბათს თავად მან სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრთან ლადო ვარძელაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხაბულიანის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება ორი თვის წინ მიიღო და თანამდებობიდან საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამირან ტოტიკაშვილის და მწვრთნელთა მთელი ჯგუფის გადადგომას ელოდებოდა.

სკანდალი ძიუდოს ფედერაციის გარშემო მას შემდეგ გაჩაღდა, რაც ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე ტოკიოში მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში გამართული შეჯიბრიდან დაგვიანებისთვის მოხსნეს. სპორტსმენის ტატამზე გასვლის დაგვიანების მიზეზი მწვრთნელის შეცდომა გახდა.

შაბათს, 18 სექტემბერს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომამდე ძიუდოს ნაკრების მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა, ასევე გადადგა ნაკრების მწვრთნელთა მთელი შემადგენლობა.

ქართველი სპორტსმენები მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში პრიზიორთა რიცხვში ვერ შევიდნენ და მე-16 ადგილი დაიკავეს.


მთავარი თემები