მთავარი ინფექციონისტი ჯანდაცვის სისტემის შესაძლო კოლაფსს პროგნოზირებს

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairsთენგიზ ცერცვაძე
თენგიზ ცერცვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები კოვიდ-რეგულაციების აღსრულების გამკაცრებასა და შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე საუბრობენ.
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. შექმნილ სიტუაციაში საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ შეიძლება ვერ გაუძლოს კოვიდ-პაციენტების ნაკადის მკვეთრ ზრდას, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.
საქართველოში კორონავირუსის აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 33 ათასს გადააჭარბა. ცერცვაძის აზრით, ეს ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი დატვირთვაა, რომელსაც, შესაძლოა, ვერ გაუძლოს. შექმნილ ვითარებასთან გამკლავება შეიძლება მხოლოდ ყველა რეგულაციისა და წესების დაცვით, დარწმუნებულია სპეციალისტი. 
კაფე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
„სასწრაფოდ უნდა ამოქმედდეს რეგულაციები“: ეპიდემიოლოგები საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ
ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში „ინდური“ შტამი აქტიურად ცირკულირებს, რაზეც მეტყველებს ლეტალობის მაღალი მაჩვენებელი. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსმა 38 ადამიანი იმსხვერპლა.
„მდგომარეობა უფრო სერიოზული გახდა. დაახლოებით 5 ათასამდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ეს უახლოვდება იმ რეკორდულ მაჩვენებელს, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. თუ ავიღებთ აქტიური შემთხვევების რაოდენობას, იგი 33 ათასზე ოდნავ მეტია. ჯერჯერობით ეს საქართველოსთვის ყველაზე მაღალი რიცხვია“, – განაცხადა ცერცვაძემ.
საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად გაუარესდა, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი კორონავირუსის შემოდგომის პიკის დროს დაფიქსირებულ მაჩვენებელს მიუახლოვდა. სპეციალისტების აზრით, ასეთი ზრდა კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებამ გამოიწვია. ამჟამად საქართველოში გვხვდება ე.წ. ინდური შტამი, ბრიტანული და უკვე დელტა-პლუსიც. სპეციალისტების ვარაუდით, აგვისტოში ბრიტანულ შტამს მთლიანად ინდური შტამი ჩაანაცვლებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირებულთა საერთო რაოდნობამ 432 ათასს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 390 ათსზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 5.948 პირი.
ყველა ახალი ამბავი
0