ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

© photo: Gocha Enukidze / FBწყალდიდობა სვანეთში
წყალდიდობა სვანეთში - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
გამოწერა
ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული სტიქიის გამო ლენტეხის მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.
 
თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. სტიქიის შედეგად დაზიანებული ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგენილია, იუწყება „პირველი არხი“.
საავტომობილო გზა სრულად აღდგა გარესამყაროს მოწყვეტილ რამდენიმე სოფელთან. რაც  შეეხება ტვიბისა და მუცდის სოფლებს, მათი მიმართულებით გადაადგილება ამ დროისთვის მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი. 
წვიმისგან დაზიანებული გზა ლენტეხში - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
ვითარება გზებზე - სტიქიის გამო დაზიანებული გზების აღდგენა გრძელდება
როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა განაცხადა, ადგილზე ამ დრომდე მუშაობს მძიმე ტექნიკა და გზა რამდენიმე საათში ავტომობილებისთვისაც გაიხსნება.
სოფელ ტვიბში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგა. ამ ეტაპზე ელექტროენერგია მხოლოდ სოფელ ბავარს არ მიეწოდება.
ბოლო დღეებში გადაუღებელმა წვიმებმა დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სერიოზული პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზემო სვანეთშიც.  გადაუღებელი წვიმების შედეგად დაიმეწყრა მესტია- უშგულის საავტომობილო გზა,  წაქცეული იყო მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ბოძები, დაზიანდა ელექტროსადენები. სტიქიამ 20-მდე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს თავი შეიკავონ ამ მიმართულებებით გადაადგილებისაგან და დაემორჩილონ გზაზე დაწესებულ შეზღუდვებს.
ყველა ახალი ამბავი
0