პირველი ოქრო: მთავრობის პირველი პირები ლაშა ბექაურს ოლიმპიადაზე გამარჯვებას ულოცავენ

© REUTERS / ANNEGRET HILSEლაშა ბექაური
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ლაშა ბექაური პირველია საქართველოს დელეგაციიდან, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
 
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ქართველ ძიუდოისტ ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამარჯვებას ულოცავენ.
ბექაურმა, რომელიც ოლიმპიადაზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა,  ფინალურ ეტაპზე გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.
„პირველი ოქრო! ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულია! ვულოცავ ლაშას და მთელ საქართველოს!“, – დაწერა  ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარ Facebook–გვერდზე. 
ლაშა ბექაური - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
პირველი ქართული ოქრო – ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია!
პარმანეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ქართველ ოლიმპიელებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიადის ოქროს მედალოსანია! მადლობა ჩვენს სახელოვან სპორტსმენებს იმ გამარჯვებებისთვის, რითაც ასე გვანებივრებენ – ჩვენ თქვენით ვამაყობთ“, -  დაწერა კუჭავამ სოციალურ ქსელში. 
© REUTERS / ANNEGRET HILSEЛаша Бекаури радуется победе и золоту вместе с Эдуардом Триппелем из Германии после поединка
Лаша Бекаури радуется победе и золоту вместе с Эдуардом Триппелем из Германии после поединка - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
Лаша Бекаури радуется победе и золоту вместе с Эдуардом Триппелем из Германии после поединка
ლაშა ბექაურმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა
21 წლის ქართველმა ფალავანმა თავის სადებიუტო ოლიმპიადაზე გამოსვლა პოლონელ პიოტრ კუჩერასთან გამარჯვებით დაიწყო. მერვედფინალში ბექაურის მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩმანი იყო და მიუხედავად კოჩმანის უპირატესობისა, ბექაურმა მისი დამარცხება ზედიზედ ორი ვაზარით შეძლო. კოჩმანის შემდეგ მეოთხედფინალში ბექაურმა უზბეკი დავლატ ბობონოვიც დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუს მიხაილ იგოლნიკოვს აჯობა. საბოლოოდ ქართველმა სპორტსმენმა ფინალში გერმანელ მეტოქეს ერთი ვაზარით მოუგო და ოლიმპიურ ოქროს დაეუფლა.
აღსანიშნავია, რომ სპორტსმენი, რომელიც ტოკიოში ოქროს მედალს მოიპოვებს, საქართველოს მთავრობისგან პრიზის სახით ერთ მილიონ ლარს მიიღებს.
ოლიმპიურ თამაშებზე ხვალ ტატამზე საქართველოს ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი გავა (-100 კგ), ხოლო დასკვნით დღეს კი მაყურებელი მძიმეწონოსან გურამ თუშიშვილს იხილავს.
ყველა ახალი ამბავი
0