„ჩემი სიყვარული“ - ნინი ქარსელაძე უთბილეს ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Nini Karseladzeნინი ქარსელაძე
ნინი ქარსელაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
შეყვარებული ნინი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს, თუმცა ოჯახის წევრები თაყვანისმცემლებს და მეგობრებს მის ბედნიერებას უზიარებენ. უკანასკნელი პოსტიც საკმაოდ რომანტიკული აღმოჩნდა, რომელიც დიდი პაუზის შემდეგ თავად მომღერალმა გამოაქვეყნა.
ნინი ქარსელაძე რამდენიმე თვის წინ გათხოვდა. როგორც ნინის ოჯახის წევრები აღნიშნავენ, მომღერალი ძალიან ბედნიერია. წყვილი ხშირად არ აზიარებს საკუთარ ფოტოებს სოციალურ ქსელში. ნინი სავარაუდოდ ორსულადაა, თუმცა მალავს. „ჩემი სიყვარული“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა ნინიმ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ პანდას ფოტო, რომელშიც ან მომავალ შვილს, ან მეუღლეს გულისხმობს.
ნინი ქარსელაძე გათხოვებასაც მალავდა, თუმცა ფაქტის გახმაურების შემდეგ, ხათუნა ჟორდანიამ აღიარა, რომ მისი შვილი დიდი ხანია გათხოვდა, თუმცა ამას რიგი მიზეზების გამო მალავდნენ. ცნობილი გახდა, რომ ნინის მეუღლე 38 წლის ბიზნესმენი თაზო ჯახუტაშვილი წლების წინ ქორწინებაშიც იმყოფებოდა და პირველი მეუღლისგან ორი შვილი ჰყავს.
მისი სახელით და გვარით „გუგლში“ იძებნება თამაზ ჯახუტაშვილი, რომელიც ცნობილია როგორც მილიონერი იმ ქართველი მილიონერების სიიდან, რომლებიც „პანამის დოკუმენტებში“ იძებნებიან. ამ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ჯახუტაშვილი ILKLEY OVERSEAS LIMITED, BVI წილის მფლობელია.
ნინი ქარსელაძე ამჟამად 30 წლისაა. ქართველმა მაყურებელმა ის ბავშვობიდან გაიცნო. „ქუჩის ბიჭებთან'' ერთად შესრულებულმა სიმღერამ მას წარმატება მოუტანა. თუმცა ნინის პროფესიად მომღერლობა არ აურჩევია, იურისტობა გადაწყვიტა. ამბობს, რომ პროფესიის შერჩევაში ბიძა – მერაბ ჟორდანია დაეხმარა.
ყველა ახალი ამბავი
0