ევა ბარბაქაძე დედასთან ერთად ბარსელონაში ისვენებს – შორენამ შვილი საყვარელ კაცს გააცნო?

© Photo: Eva Barbaqadze / FBევა ბარბაქაძე
ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
შორენა ბეგაშვილი ქალიშვილთან ერთად ესპანეთში გაემგზავრა. დედა-შვილის ძვირადღირებული დასვენება და გლამურული ფოტოები ბარსელონიდან
შორენა ბეგაშვილს ევაზე გულწრფელი მეგობარი არ ჰყავს. გადაცემაში, რომელიც ტელეკომპანია „პირველზე“ გადის, სექს-სიმბოლოს ერთ-ერთი პირველი სტუმარი მისი ქალიშვილი იყო. მსახიობსა და ევას ერთი დიდი ტრაგედიაც აერთიანებთ, რომლის გამო გოგონა დღემდე სარეაბილიტაციო კურსს გადის. შორენას თქმით, მაშინ, როდესაც ის შვილთან ერთად თურქეთში მკურნალობდა, მისი მეორე ნახევარი მას ყურადღებას არ აქცევდა, რაც მოგვიანებით წყვილის დაშორების მიზეზი გახდა. ამ პერიოდში შორენამ იუსტიციის სახლიდან განქორწინების საბუთით ხელში გადაღებული ფოტოც გამოაქვეყნა.
View this post on Instagram

A post shared by EVA (@evabarbb)

ამჟამად შორენა და ევა ბარსელონაში ისვენებენ, რაც მათ სოციალური ქსელებზე გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს. არტისტი ბარსელონაში რამდენიმე თვის წინაც იმყოფებოდა ქალიშვილის გარეშე საყვარელ მამაკაცთან ერთად. მისი ახალი პარტნიორი ცნობილი ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა ბარათელია. როგორც მსახიობი ირწმუნება, მან ცხოვრების მთავარი სიყვარული იპოვა. უკვე ერთი წელია, რაც შორენა ბეგაშვილი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს ოფიციალურად დაშორდა, თუმცა საზოგადოებამ ვერც ის გაიგო, როდის დაქორწინდა წყვილი. ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო, ისევე, როგორც მორიგი ახალი ურთიერთობა.
ცნობილმა ფოტომოდელმა და ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ გვერდზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც ლოკაციად ჯერ უკრაინა, შემდეგ კი ბარსელონა აქვს მითითებული. როგორც ჩანს, შორენა დასასვენებლად კვლავ საყვარელ მამაკაცთან გაემგზავრა.
„მჯერა იმის, რომ ახალი წლის ღამეს რასაც ინატრებ, აუცილებლად აგისრულდება. მიუხედავად იმისა, რომ 2020 მსოფლიომ ყველაზე ცუდ წლად აღიარა, ჩემს ცხოვრებაში ორი საოცარი რამ მოხდა. ეს იყო ჩემი თოქშოუ და ვიპოვე ნამდვილი სიყვარული“, – განაცხადა ტელეწამყვანმა ერთ-ერთ გადაცემაში.
ყველა ახალი ამბავი
0