მილიონერ თოშა ქებურიას ცოლი 23 წლის ასაკში მესამე შვილს აჩენს – მოდელი იუბილარია

© Facebook / Katie Jgentiქეთი ჟღენტი
ქეთი ჟღენტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
მოდელმა ქეთი ჟღენტმა სოციალურ ქსელში ვიდეო და ფოტოები გამოაქვეყნა. მოდელი კვლავ ორსულადაა და მესამე შვილს აჩენს.
მოდელი ქეთი ჟღენტი 23 წლის გახდა და გრანდიოზული დაბადების დღის წვეულება მოაწყო. „ქეთი საოცრებათა სამყაროში“ - ამ ფრაზის ქვეშ იყო გაერთიანებული სადღესასწაულო გაფორმება. მოდელს შავ კაბაში მკვეთრად ეტყობოდა წამოზრდილი მუცელი. მოდელი მესამე შვილზეა ორსულად.
​რამდენიმე კვირის წინ ჟღენტს TikTok-ზე ისიც დაუწერეს, რომ წონაში მოიმატა, რაზეც მოდელმა უპასუხა, რომ ამ თემის ხაზგასმა საზოგადოების მხრიდან არასწორია. ხელმომწერები ქეთის წონის მატებასა და ამ ვიდეოს დადებას ორსულობას უკავშირებდნენ. მოდელი მილიონერი ბიზნესმენის თორნიკე, თოშა ქებურიას მეუღლეა. ქეთი უკვე ორი შვილის დედაა.
​მი­ლი­ო­ნერ თოშა ქე­ბუ­რი­ა­სა და მო­დელ ქეთი ჟღენ­ტს 2020 წლის სექტემბერში მე­ო­რე შვი­ლი შეეძინათ. პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა გა­გუ­ას კლი­ნი­კა­ში და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა მას ბა­ბუ­ის, ბიზ­ნეს­მენ ბუბა ქე­ბუ­რი­ას სა­ხე­ლი და­არ­ქვეს. თო­შას და ქე­თის მანამდე, 2019 წელს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნათ, რო­მელ­საც კა­ტე­რი­ნა და­არ­ქვეს. გო­გო­ნა დე­დის ას­ლია.
საზოგადოება ხშარად საუბრობს ქეთის განათლებაზე. ქეთიმ წარმატებით დაამთავრა კერძო სკოლა და კავკასიის უნივერსიტეტში ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩააბარა. მოდელი კვლავ სტუდენტია.
ცო­ლო­ბა­ზე თან­ხმო­ბის შემ­დეგ წყვილ­მა 2017 წელს პა­რიზ­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დე­ბი შე­ი­ძი­ნა და ქორ­წი­ლი ორ­ჯერ გა­და­ი­ხა­და. წყვი­ლი სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ვერ­ტმფრე­ნით მი­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტს, ასე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი ტორ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში აქამ­დე არ დამ­ზა­დე­ბუ­ლა. მისი წონა 400 კგ-ს შე­ად­გენ­და, სი­მაღ­ლე – 5 მეტრს. სა­ქორ­წი­ნო ტორ­ტის დამზადებაზე კი 12 დი­ზა­ი­ნე­რი მუ­შა­ობ­და.
ქეთის სოციალური ქსელიდან ჩანს, რომ თოშას მეუღლე ძალიან უყვარს და საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. თავიანთი ოჯახური იდილიის სურათებს თოშა და ქეთი ხშირად უზიარებენ საზოგადოებას.
ყველა ახალი ამბავი
0