ეს სიმპათიური ბიჭი თიკო სადუნიშვილის შვილია - ფოტოები

© Photo: Tiko Sadunishvili / FBთიკო სადუნიშვილი
თიკო სადუნიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
ყველასათვის საყვარელ და ცნობილ ტელეწამყვანს თიკო სადუნიშვილს ხშირად უწევს ჭორების ქარ-ცეცხლში ტრიალი, ეს ხომ მეტნაკლებად ცნობილი ადამიანების ხვედრია
 
ტელეწამყვანი თიკო სა­დუ­ნიშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ორ­ჯერ იყო გა­თხო­ვი­ლი. მიშა ბა­ლუ­აშ­ვილ­თან პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მას შვი­ლი და­თუ­ნა ჰყავს. შემ­დეგ თი­კომ ტე­ლე­წამ­ყვან სოსო თო­ლო­რა­ი­ა­ზე იქორ­წი­ნა. თიკო და სოსო ერ­თად მუ­შა­ობ­დნენ „მა­ესტრო­ში“, მათი სიყ­ვა­რუ­ლიც სწო­რედ ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში და­ი­წყო. თიკო და სოსო მალე და­შორ­დნენ. სოსო ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, თიკო კი რამ­დე­ნი­მე წლის მან­ძილ­ზე გა­უ­ჩი­ნარ­და.
წლების წინ ყვითელ პრესაში აქტიურად წერდნენ თითქოს თიკოს დედობის უფლება ჩამოართვეს, რასაც თავად უარყოფდა. მისი მტკიცებით, ეს ყველაფერი უბრალოდ ცუდად მოფიქრებული ჭორი იყო და ამის შესახებ ღია წერილიც კი დაწერა. მიუხედავად ტელეწამყვანის მტკიცებისა, აღმოჩნდა, რომ შვილი დედასთან არ ცხოვრობდა.
„ჩემი შვილი დედაჩემთან ცხოვრობს, კვირაში ორი დღე მამამისთან, ჩემთანაც არის, განაწილებული გვყავს იმიტომ, რომ მე ვერ ვახერხებ ყოველდღიურად ისეთი დედობა გავუწიო, როგორიც საჭიროა. სანამ ძიძა მყავდა კიდევ ვახერხებდით ერთად ცხოვრებას“, - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანი.
ბოლო დროს თიკო სადუნიშვილის პირადი ცხოვრება გასაიდუმლოებულია. მას შემდეგ, რაც ერეკლე დეისაძესთან „იქორწინა“, მისი პირადი ცხოვრება ბურუსითაა მოცული.
ყოფილი ტელწამყვანი თიკო სადუნიშვილი „მარაოზე“ მისი გადაცემის დახურვის შემდეგ საჯაროდ აღარ ჩნდება, ის ამჟამად არც ერთ ტელეკომპანიაში აღარ მუშაობს და არც ინტერვიუებს აძლევს ჟურნალისტებს. ამის მიუხედავად, ინტერესი მის მიმართ საზოგადოებაში არ იკარგება. თიკო წლებია, მშვიდი ცხოვრებით, სკანდალების გარეშე ცხოვრობს და ბევრს მოგზაურობს.
ყველა ახალი ამბავი
0