„ეს ის სფეროა, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს“ – სოფო ბედიამ პროფესია შეიცვალა?

© Facebook / Sopo Bediaსოფო ბედია
სოფო ბედია - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
სოფო ბედიამ პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური პრობლემების მოგვარების გზა იპოვა. ნახეთ რას საქმიანობს მომღერალი.
მომღერალი სოფო ბედია მუდმივად აქტუალურია. „პრაიმამბებთან“ ინტერვიუში მომღერალმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო მთლიანად ქმარზეა ფინანსურად დამოკიდებული, თუმცა, როგორც ჩანს, მომღერალმა გამოსავალი იპოვა.
„ფეისბუქის“ პირადი გვერდი სოფომ ხელნაკეთი აქსესუარების გვერდად გადააკეთა და როგორც მომღერალი წერს, ეს ის სფეროა, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობს თავს. მომღერალი ბუნებრივი ქვებისგან სამკაულებს ამზადებს და სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეფასებას სთავაზობს.
მისი თქმით, შოუბიზნესი საქართველოში კორონამდეც არ ყვაოდა, თუმცა მაინც დადიოდა გასტროლებზე, მღეროდა ივენთებზე და არასდროს დაუწუწუნია. „გაჭირვებული ადამიანები უფრო ცუდ დღეში ჩავარდნენ, ყოველთვის ვეხმარებოდი მათ. ახლა ჩემი სფერო გაჩერდა, ძალიან ცუდ დღეში ვართ, არანაირი რეალიზება ჩვენ არ გვაქვს. ამ ეტაპზე მიშაზე ვარ ფინანსურად დამოკიდებული“, – ამბობდა სოფო.
მომღერლის თქმით, მას შემდეგ, რაც მიშა მესხი საკრებულოს დეპუტატი გახდა, ცდილობს ქვეყნის შენებაში პატარა აგური დადოს. როგორც ადამიანი და პიროვნება, ახლა უფრო დაკავებულია და ისიც მაქსიმალურად უდგას გვერდით.
სოფო ბედიასთვის მიშა მესხი მეორე მეუღლეა. წყვილს შვილი 2018 წლის დეკემბერში შეეძინა. ბედნიერმა წყვილმა ვაჟს ანდრია დაარქვა. პირველი ქორწინებიდან სოფო ბედიას ასევე ვაჟი ჰყავს. წყვილი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყველგან ერთად ჩნდება და ძალიან ბედნიერ წყვილად ითვლება.
ყველა ახალი ამბავი
0