თავდაცვის სამინისტრო სამხედროების ოჯახის წევრების ვაქცინაციას უზრუნველყოფს

© photo : press-service of the Ministry of Defence of Georgiaქართველი სამხედრო პირბადით
ქართველი სამხედრო პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის დამატებითი პუნქტების გახსნას გეგმავს.
თბილისი, 28 ივლისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობაში სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია. მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა.
საქართველოში ვაქცინა Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოიტანეს - ვიდეო - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
საქართველოში ვაქცინა Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა ჩამოიტანეს - ვიდეო
ვაქცინაცია ასევე ტარდება გორის გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში და ქუთაისის თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო ცენტრში.
რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით თავდაცვის სამინისტრო ვაქცინაციის დამატებითი პუნქტების გახსნას გეგმავს. სურვილის შემთხვევაში სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების ვაქცინაციასაც უზრუნველყოფს.
გუშინდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3.666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულების საერთო რიცხვმა 407.698-ს მიაღწია. ქვეყანაში ვაქცინის ორივე დოზით 142.254 მოქალაქეა აცრილი.
ყველა ახალი ამბავი
0