კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliეპიდემია
ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410.830-ს მიაღწია.
თბილისი, 28 ივლისი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.141 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.648 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 438, იმერეთი – 270, კახეთში – 186, ქვემო ქართლი – 152, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 139, შიდა ქართლი – 132, მცხეთა-მთიანეთი -70, გურია – 54, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.509 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 377.597-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 20 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.751 მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 27.456 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.256 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.836, იმერეთში – 660, აჭარაში – 516.
ტესტი კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
COVID-19 საქართველოში – 28 ივლისის მონაცემები
1.018 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 212 პირი, მათგან თბილისში – 162, იმერეთში – 15, აჭარაში – 3. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.798 ადამიანი, მათ შორის 976 – თბილისში, 504 - აჭარაში. 20.402 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – 8 .
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18.470 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6.523, პირი, აჭარაში – 3.220, იმერეთში – 1.990.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.141-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 410.830-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0