„ყველგან დავცინი ჩემ თავს... გირჩევთ აღარ მომისმინოთ“ -ნუკი კოშკელიშვილი გოგონებს მიმართვს

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში აქტიურია და გულახდილობით გამოირჩევა. ნახეთ რა ფოტოს აქვეყნებს მსახიობი
ნუკი კოშკელიშვილი აპირებს, რომ გარეგნობაზე აღარ იწუწუნოს, რადგან დროა შეიყვაროს საკუთარი თავი და ამასვე მოუწოდებს სხვა გოგონებს.
„გადაცემიდან გადაცემაში დავდივარ და ყველგან დავცინი ჩემ თავს, გარდა იმისა რომ ცოტა ჩემთავსაც კი მოვაბეზრე თავი, წარმომიდგენია თქვენ როგორ. თან მივხვდი რომ მეყო! ერთმა გოგომ მომწერა სულ რომ წონაზე წუწუნებ ჩვენ რა ვქნათ ვისაც მართლა დიდი წონა გვაქვსო და შემრცხვა. ახალ ეტაპს ვიწყებ ჩემ ცხოვრებაში, უნდა შევიყვარო თავი და თქვენც გირჩევთ აღარ მომისმინოთ. მე ვარ, ლამაზი, ჯანმრთელი, ბედნიერი დედა ცოლი და ადამიანი. გაიმეორეთ იგივე თქვენც“, - წერს ნუკი.
View this post on Instagram

A post shared by Benji Chaim (@benjichaim)

ტელესახე „ინსტაგრამის“ აქტიური მომხმარებელია და ხელმომწერებს საკუთარ გამოცდილებასა და ყოველდღიურ ცხოვრებისეულ ისტორიებს ხშირად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ ნუკი კოშკელიშვილი შვილთან ერთად საქართველოში დასასვენებლად დაბრუნდა. პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში ნუკი შვილთან ერთად საქართველოში ჩარჩა, თუმცა ბენჯამენ ხაიმი საქართველოში ჩამოვიდა და შემდეგ შტატებში ოჯახთან ერთად გაფრინდა. წყვილის დაშორებაზე ბევრი ჭორ-მართალი გავრცელდა, თუმცა ატეხილი ხმაური მალევე ჩაწყნარდა. პროფესიამ ბენი ოჯახს ერთი წლით დააშორა. ის პანდემიის დაწყებისთანავე ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა და კოვიდ-დადებით პაციენტებს მკურნალობდა.
 
 
ყველა ახალი ამბავი
0