კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.666-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 407.689-ს მიაღწია.
თბილისი, 27 ივლისი - Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 3.666 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.938 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა - 378, იმერეთი - 362, კახეთი - 222, შიდა ქართლი - 205, ქვემო ქართლი - 179, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 175, მცხეთა-მთიანეთი - 83, გურია - 54, სამცხე-ჯავახეთი - 39, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.335 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 376.088-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 17 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.731 მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 25.844 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 5.185 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.792, იმერეთში – 650, აჭარაში – 497.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
COVID-19 საქართველოში – 27 ივლისის მონაცემები
996 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 215 პირი, მათგან თბილისში – 164, იმერეთში – 14, აჭარაში – 4. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.763 ადამიანი, მათ შორის 933 - თბილისში, 504 - აჭარაში. 18.896   პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 64 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 56, ხოლო აჭარაში – 8 .
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 18.110 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7.000 პირი, აჭარაში – 3.069, იმერეთში – 1.886.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.666-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 407.689-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0