„გული მერევა იმ ფლირტებზე, რომელსაც შეეძლო ზიანის მოტანა“ - გიორგი კეკელიძე ბოდიშს იხდის

© photo: courtesy of Giorgi Kekelidzeგიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.07.2021
გამოწერა
გიორგი კეკელიძე ქალებზე გამოცემული წიგნის ავტორობის შემდეგ სოციალურ ქსელში ქალებზე ძალადობაში დაადანაშაულეს. ნახეთ რას წერს მწერალი
თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. მწერალი გიორგი კეკელიძე კომპანია The Body Shop-ის მიერ გამოშვებული წიგნის თანაავტორობის შემდეგ სკანდალში გაეხვა.
ძალადობა ქალზე  - Sputnik საქართველო, 1920, 02.07.2021
ბრაზილიამ ქალებზე ფსიქოლოგიური ძალადობა სისხლის სამართლის დანაშაულად ცნო
კომპანიის ინიციატივას, რომ 7-დან არც ერთი ქალი ავტორი არ ჰყავდა წიგნს, რომელიც ქალების პრობლემებს და გაძლიერებაზე უნდა ყოფილიყო, კრიტიკა მოჰყვა, რასაც კომპანია „ფეისბუქზე“ განცხადებით გამოეხმაურა, რომ სწორედ საპირისპირო სქესისგან ხდება უმეტესად ქალების დამცირება, სილამაზის სტანდარტებში მოქცევა და სწორედ ამიტომ წიგნის პირველი სერიის ნოველები დაწერეს მამაკაცებმა, რათა ამ მამაცი ქალბატონების ადგილზე წარმოედგინათ თავი. კომპანიის განცხადებით, მეორე გამოცემაზე მუშაობა მიმდინარეობს აქტიურად, აქ იქნება უფრო მეტი ქალბატონის რეალური ისტორია გადმოცემული და ასევე, უფრო მეტი ქალი მწერალი ჩართული.
ფეისბუქპოსტი, რომლის კომენტარებშიც კომპანიის მიერ იდეის განხორციელების გზას აკრიტიკებდნენ, The Body Shop-მა მოგვიანებით წაშალა. კრიტიკას გამოეხმაურნენ წიგნის ავტორები ტორესა მოსი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და გიორგი კეკელიძე.
ტორესა მოსიმ და ალექსანდრე ლორთქიფანიძემ განაცხადეს, რომ პროექტს კარგად არ იცნობდნენ, ხოლო კეკელიძემ პოსტი გამოქვეყნებიდან მალევე წაშალა. კეკელიძე წერდა, რომ სირცხვილიც კია, კაცმა ქალის ნაცვლად წეროს ამ ქვეყანაში, როცა სხვა ყველაფერს ქალი აკეთებს კაცის ნაცვლად. მეორეც – ამას გაცილებით უკეთ შეძლებდნენ ქალი ავტორები, ღრმად და ზუსტად.
გიორგი სუხიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.10.2020
როგორ ებრძვის ხაშურელი ბას-გიტარისტი და მხატვარი ქალებზე ძალადობას
„ამ ზოგად კრიტიკას მოჰყვა ძალიან კონკრეტული, მწერალი ავტორების და კიდევ უფრო კონკრეტულად ჩემი. ამაზეც დავწერ – წლების წინ, ჩემი ზედმეტად აქტიური და პირდაპირ დავწერ – მომაბეზრებელი ფლირტების გამო, შეიძლება ვინმეს რამე ინტერპრეტაციის საფუძველი მივეცი. არ ვიცი, ვერ გეტყვით. მას მერე ბევრი რამ გადავაფასე, ძალიან ბევრი და ზოგადად უკიდურესად მრცხვენია იმ მობღლარძუნე პერიოდის. ეს ახლა კი არა, მანამდეც არაერთხელ მითქვამს არაერთი მათგანისთვის. ამის გამოც ბოდიშს ვიხდი. ვიცი, აქ ძალიან ბევრია ადამიანი, რომლისთვისაც სულ მართალი ვარ, მაგრამ ყველას ძალიან გთხოვთ, მე ნუ დამიცავთ – დაიცავით ის ქალები, რომლებმაც უამრავი სირთულე გადაიტანეს და ახლაც გადააქვთ”, - წერდა კეკელიძე.
მოგვიანებით მწერალმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ძალადობრივი არასდროს არაფერი ჩაუდენია. მის ცხოვრებაში წლების წინ იყო სრულიად მიუღებელი დრო, რასაც ვერ აცნობიერებდა მაშინ, თუმცა დღეს გული ერევა იმ საკუთარ თავზე, იმ ფლირტებზე, რომელსაც შეეძლო ინტერპრეტაციის დაშვება, ან გაუცნობიერებელი ზიანის მოტანა.
„ამას პირველ რიგში ვწერ მათთვის, ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონია და აქ ბევრია ასეთი. მეც ადამიანი ვარ, უამრავი შეცდომით. ძალიან ბევრით. რაც შეეხება უშუალოდ ქალებს, არაერთი მათგანისთვის წლების მერე ბოდიში მომიხდია, სწორედ ამ სიტყვით – „გულისრევა”. ზოგისთვის თუ არ – ახლა ვუხდი ბოდიშს. თუმცა ძალადობრივი არაფერი ჩამიდენია. არასდროს. და ამას ვერ და არ დავიბრალებ“, - წერს კეკელიძე.
კომენტარებში წერენ: „ძალიან ნათელი იყო წინა პოსტიც, უბრალოდ კომენტარები არ მოგეწონათ, ისევ არანაირი გულწრფელობა და ნუთუ ერთი საათის მერეც ვერ არჩევთ ფლირტს შევიწროებისგან?”, „ნუ ჯავრობ, სადაც საზოგადოებამ ბასილაშვილს აპატია ძალადობა, შენც გაპატიებს ფლირტებს, მთავარია, რამე მაგარი მოხდეს, ვთქვათ, ნობელი აიღო”, „ბოტი ჩააშენე, ბოტი, შენ ნაცვლად იმართლოს თავი”, „ძალიან მტკივნეული იქნება მაგ მორალური ოლიმპოდან ვარდნა, ეჭვი მაქვს რომ ქართული #metoo დააანონსეთ“, „იმ ფლირტებზე” გული მერევაო? ფლირტზე გული რატომ უნდა აგერიოს ? “, „მე მაინც, ყველაზე მეტად ეს მომწონს – „ვისაც გიორგი კეკელიძე ღმერთივით კაცი ჰგონიათ“, „ბატონო გიორგი ფლირტით და ბღლარძუნით ქალებს ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ (შესაძლო) ტკივილს ვერ მიაყენებდით, ამიტომ შეწყვიტეთ ამ იაფფასიანი გზით საკუთარი თავის „გაპრავება”,
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.02.2020
„შემაძრწუნებელია" – საქართველოს პრეზიდენტი ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ზომებს იღებს
„წარმოუდგენელ ისტორიებს წერენ ქალები სოციალურ ქსელში, საგანგაშოა ეს ყველაფერი. ყველა ქალსა და არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კეკელიძის მხრიდან შევიწროვებას მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა უნდა გამოვუცხადოთ და გვერდში დავუდგეთ. იცოდეთ რომ მარტო არ ხართ. თქვენგან ასეთ რამეს ბატონო გიორგი ვერ წარმოვიდგენდი, წლების მანძილზე საჯარო სივრცეში ლექციებს ატარებდით თავისუფლების, თანასწორობის იდეებზე, ევროპულ ფასეულობებზე, ქალთა უფლებების გაძიერებაზე და ბევრ სხვა მნიშვნელოვან თემაზე. და თურმე ამის მიღმა ქალების უფლებებს ლახავდით, როგორც თქვენ აცხადებთ ტკივილს (შესაძლო) აყენებდით. ძალიან ძალიან სამწუხაროა რბილად რომ ვთქვა“, „ზუსტად იგივეს წერთ რაც წინა პოსტში და იქ ჩემს კომენტარზე ლაიქების რაოდენობა არ მოგწონდათ რომ წაშალეთ? და ახლა ხალხს აჯერებთ რომ მონანიებაში გადავარდით და თან ამბობთ ფლირტი იყოო და ანუ ეს გოგოები დებილებად გამოგყავთ, რომ ფლირტი და შევიწროება ვერ გაურჩევიათ ?”, „აი მტყუანს შე@@@ი რაც ძალადობრივი არაფერი ჩაგიდენია“, „ყველაზე, ყველაზე, ყველაზე კაი კაცი ხარ, შენ!..არაფერიც არ ვიცი, მაგრამ ამ პოსტმა მიმახვედრა, რომ ადამიანი რა თანამდებობაზეც არუნდა იყოს, მისი გულწრფელობა ყველაზე დიდი სტატუსია…”
წიგნს სახელად „შეიყვარე თავი შენი“ ჰქვია. ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მისი მიზანი ქალთა გაძლიერება და სტანდარტებისგან გათავისუფლებაა და მასში 13 ქალის რეალური ისტორიაცაა მოცემული, თუმცა, წიგნის შვიდივე ავტორი კაცია. ავტორები არიან: გიორგი კეკელიძე, ბასა ჯანიკაშვილი, დათო გორგილაძე, ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ირაკლი შამათავა, გია მურღულია და ტორესა მოსი.
ყველა ახალი ამბავი
0