დავით ზალკალიანი Pfizer-ის ვაქცინით აიცრა

© Sputnik / Vladimir Umikashviliდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
გამოწერა
საქართველოში ყველაზე მოთხოვნა Pfizer-ის ვაქცინაზეა. მოქალაქეების მხრიდან მაღალი აქტივობის გამო ჯანდაცვის სამინისტრომ ამცრელი ბრიგადებისა და კლინიკების რაოდენობა გაზარდა.
თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინით აიცრა, იუწყება „პირველი არხი".
მინისტრმა ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) ჩაიტარა. მასთან ერთად აიცრნენ მისი მოადგილეები ალექსანდრე ხვთისიაშვილი და ვლადიმერ კონსტანტინიდი და ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – საქართველოში ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბაურჟან მუხამეჯანოვი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წარმომადგენელი/ოფისის ხელმძღვანელი კაუპო კანდი.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 26.07.2021
Pfizer-ის პირველი დოზით ვაქცინაცია დღეიდან იწყება
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატ Pfizer-ით ვაქცინაციის მესამე ეტაპი დღეს დაიწყო. Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეუძლიათ 16 წლიდან მოქალაქეებს. მანამდე აცრა ხელმისაწვდომი იყო 18 წლის ასაკიდან. ვაქცინაციისთვის საჭირო ორი დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება. საქართველოს მასშტაბით მოქალაქეებს 37 სამედიცინო დაწესებულებაში 120 ბრიგადა მოემსახურება. ორი კვირის განმავლობაში დღიურად დაახლოებით 8 ათასი ადამიანის ვაქცინაცია იგეგმება.
Pfizer-ის ვაქცინის მორიგ პარტიას ქვეყანა აგვისტოს შუა რიცხვებში ელოდება. ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული Pfizer-ის ვაქცინის 500 ათასი დოზა ქვეყანამ 23 ივლისს მიიღო.
საქართველოში მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისიდან დაიწყო. ამ მომენტისთვის საქართველოში ვაქცინაცია მიმდინარეობს Pfizer-ის, AstraZeneca-ს, Sinovac-ისა და Sinopharm-ის პრეპარატებით.
26 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისათვის სულ აცრილია 404.339 პირი, აქედან სრულად, ანუ ორი დოზით – 139.756 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0