რამდენი ადამიანი გადაარჩინეს მაშველებმა დახრჩობას საზღვაო სეზონის დაწყებიდან

© photo: Sputnik / Stringerმაშველი ბათუმის სანაპიროზე
მაშველი ბათუმის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
მიმდინარე საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი თანამშრომელი დააჯილდოვეს - მათ სამახსოვრო საჩუქრება გადაეცა.
თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. საქართველოში მაშველებმა 2021 წლის საზღვაო სეზონის გახსნიდან დღემდე, დაახლოებით ერთთვიან მონაკვეთში წყალში მყოფი 70 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.07.2021
„რიონში დახრჩობისგან ბავშვიც გადაარჩინა“ – ვინ არის კაცი, რომელიც მტკვარში დაიხრჩო
გარდა ამისა, სანაპირო ზოლზე იპოვეს 10 გზააბნეული მოქალაქე, მათ შორის იყვნენ არასრულწლოვნებიც. სანაპირო ზოლზე მორიგეობისას, მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს 12 დამსვენებელს.
უწყების ინფორმაციით, 2021 წლის ტურისტული სეზონის განმავლობაში, რამდენიმე ლოკაციაზე 300-ზე მეტი მაშველი მუშაობს და საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეებს შესაბამის დახმარებას უწევს.
გარდა ამისა, მიმდინარე საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დაჯილდოვდნენ. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - ლაშა თვაურმა განსაკუთრებული მამაცობისთვის სამახსოვრო საჩუქრები 3 მაშველს - მამუკა წულუკიძეს, დავით ბაუჟაძეს და ბექა ხელაძეს გადასცა. სამივე მათგანმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის ფასად, რამდენიმე რთული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 04.07.2021
ბათუმში 15 წლამდე ასაკის მოზარდი დაიხრჩო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები გურიის, სამეგრელოს და აჭარის სანაპირო ზოლზე, ასევე, რაჭაში შაორის ტბაზე, თბილისის ზღვაზე და სხვა ტურისტულ ზონებში ყოველდღიურად მორიგეობენ და მოქალაქეთა უსაფრთხო დასვენებაზე ზრუნავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ მაშველების მითითებებს.
ფარავნის ტბაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო >>
„ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ბანერებს და ამკრძალავ ნიშნებს. ასევე, არ გასცდეთ წყალში მონიშნულ საცურაო ტერიტორიას და მაშველთა პატრულირების არეალს; არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში ან ნაბახუსევზე; დაუშვებელია ბავშვების და მოზარდების უყურადღებოდ დატოვება სანაპირო ზოლსა და წყალში. კატეგორიულად აკრძალულია წყალში შესვლა შტორმის, უამინდობის და შეზღუდული ხილვადობის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა ახალი ამბავი
0