კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© Sputnik / Alexander Imedashviliკორონავირუსის ეპიდემია
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.617-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 400.698-ს მიაღწია.
თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.617 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.485 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
აჭარა – 236, იმერეთი – 220, ქვემო ქართლი – 153, კახეთი – 152, შიდა ქართლი – 123, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 111, მცხეთა-მთიანეთი – 45, სამცხე-ჯავახეთი – 44, გურია – 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 869 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 371.434-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 9 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.665-ს მიაღწია.
აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია

 - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2021
აშშ-ის მიერ ნაჩუქარი Pfizer-ის ნახევარი მილიონი დოზა საქართველოშია
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 23.573 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.963 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.780, აჭარაში – 407, იმერეთში – 642.
956 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 210 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 5, იმერეთში – 11. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.564 ადამიანი, მათ შორის 861 – თბილისში, 464 – აჭარაში. 17.046 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 10.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15.651 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5.440, აჭარაში – 2.557, იმერეთში – 1.801.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.617-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 400.698-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0