მოთხოვნა შესაძლებლობას აჭარბებს: თბილისში კოვიდ–პაციენტების საწოლების დეფიციტია

© press-service of Moscow City Hall / გადასვლა მედიაბანკშისტაციონარი
სტაციონარი - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამოწერა
საქართველოში ამ ეტაპზე ე.წ. ინდური („დელტა") და ბრიტანული შტამები ცირკულირებს. „დელტა" შტამი ყველაზე მეტად ბავშვებსა და ახალგაზრდებში ვრცელდება და იგი 50%-ით უფრო ვერაგია „ბრიტანულ“ შტამთან შედარებით.
თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. კოვიდ–პაციენტებისთვის თბილისში საწოლების დეფიციტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
გამყრელიძე: დამსაქმებლებმა ვაქცინირებული თანამშრომლები უნდა წაახალისონ
მინისტრის თქმით, ჰოსპიტალური სექტორი ახალი ადგილებით მუდმივად ივსება, თუმცა ამ დროისათვის პაციენტების ნაკადის გამკლავება ვერ ხერხდება.
„საწოლები ემატება ყველგან. ამ მხრივ დეფიციტი მხოლოდ თბილისშია. რეგიონების მასშტაბით 1.258 საწოლია თავისუფალი, მაგრამ, როგორც ვიცი, იქ პრობლემა პედიატრიულ საწოლებზეა და ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა“, – განაცხადა ტიკარაძემ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, კლინიკების გადატვირთვა გამოწვეულია იმითაც, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები ყოველთვის ვერ ახერხებენ პაციენტების დარწმუნებას იმაში, რომ მათ შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ დგას და მათ მკურნალობა სახლის პირობებშიც შეუძლიათ. 
კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 23.07.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით
„დღესდღეობით ასეთი პაციენტებისთვის კოვიდ-სასტუმროების ინტენსიური მობილიზაცია მიმდინარეობს. მათ საავადმყოფოების ნაცვლად კოვიდ-სასტუმროში მოათავსებენ, სადაც ისინი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მისი თქმით, ტურიზმის სააგენტომ სასტუმროებში 2 ათასამდე ადგილის მობილიზება უკვე განახორციელა, საიდანაც 1,5 ათასი უკვე დაკავებულია. ორი დღის განმავლობაში დამატებით 400 ადგილის მობილიზება მოხდება.
„ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ისინი არასდროს არიან მარტო. ონლაინ–კლინიკის ექიმები ინტენსიურად აგრძელებენ მუშაობას და ოჯახის ექიმების მიერ 15,5 ათას პაციენტზე მეტი იმართება“, – აღნიშნა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ასევე აქტიურად მუშაობენ კლინიკური ჯგუფები ჰოსპიტლებში პაციენტების მონიტორინგზე, რათა ზედმეტად არ მოხდეს მათი დაყოვნება სამედიცინო დაწესებულებებში. 
საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 2.261 შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის დაწყებიდან დაინფიცირდა 398 ათასზე მეტი ადამიანი, გამოჯანმრთელდა 370 ათასზე მეტი, გარდაიცვალა 5.656 ადამიანი.
 
ყველა ახალი ამბავი
0