„საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ“ – ჯოზეფ გორდონ-ლევიტი თბილისის ფოტოს აქვეყნებს

© photo: Joseph Gordon-Levitt / FBჯოზეფ გორდონ-ლევიტი
ჯოზეფ გორდონ-ლევიტი - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
გამოწერა
ჰოლივუდის ვარსკვლავი საქართველოთი დაინტერესდა და სოციალურ ქსელში კითხულობს, ვინ ცხოვრობს საქართველოში.
ამერიკელი მსახიობი ჯოზეფ გორდონ-ლევიტი Facebook-ზე საქართველოს შესახებ წერს. ჰოლივუდის ვარსკვლავმა საკუთარ გვერდზე თბილისში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და შემდეგი წარწერა დაურთო:
„ვინმე თუ ცხოვრობთ საქართველოში? ახალი პროექტისთვის საქართველოში გადაღებულ ფოტოებს ვეძებ. იპოვეთ თქვენ მიერ გადაღებული სურათები, რომლებითაც ამაყობთ და აქ ატვირთეთ“.
გორდონ-ლევიტი ორჯერ იყო ნომინირებული „ოქროს გლობუსზე“, ცნობილია თავისი როლებით ფილმებში „ზაფხულის (500) დღე“, „დასაწყისი“, „დროის მარყუჟი“, „ლინკოლნი“ და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0