https://sputnik-georgia.com/20210722/heraldikis-sabchos-axali-tavmjdomare-hyavs-252387397.html
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
Sputnik საქართველო
მამუკა გონგაძემ, რომელიც წლების მანძილზე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, თანამდებობაზე ელდარ შენგელაია შეცვალა. 22.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-22T10:37+0400
2021-07-22T10:37+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23610/60/236106006_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_017ef3dd8c97ef4b9d787610e8aaaa6a.jpg
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი მამუკა გონგაძე დაინიშნა.მამუკა გონგაძე 2008-2021 წლებში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, წლების განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო მუდმივმოქმედი კომისის წევრიც. ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დიზაინის განყოფილების უფროსი. მამუკა გონგაძე არის არაერთი სახელმწიფო დაწესებულების ემბლემის, ჯილდოს, მუნიციპალური სიმბოლოს, ეროვნული ბანკის საცირკულაციო, საიუბილეო, საინვესტიციო და მემორიალური მონეტების ავტორი. მის მიერ არის შექმნილი საქართველოს სახელმწიფო სამხედრო-საბრძოლო დროშათა პაკეტი, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები), ატრიბუტიკა და სამხედრო სიმბოლიკა, ქართული ეროვნული ფულის ბანკნოტები, ქართული ლარის ნიშანი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტები.საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 2008 წლის 29 თებერვალს შეიქმნა. ეს არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვას. საბჭოს მიზანია სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება, ახალი სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შემოღების შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლიკის და მისი მნიშვნელობის პოპულარიზაცია და ა.შ.
https://sputnik-georgia.com/20210114/saqarTvelos-saxelmwifo-droSis-dRe-250608007.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23610/60/236106006_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_7865b11caf49efeab028f6b28a2e8896.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს
10:37 22.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მამუკა გონგაძემ, რომელიც წლების მანძილზე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, თანამდებობაზე ელდარ შენგელაია შეცვალა.
თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს სახელმწიფო გერბის ავტორი, ჰერალდიკის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი მამუკა გონგაძე დაინიშნა.
მამუკა გონგაძე 2008-2021 წლებში საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო, წლების განმავლობაში იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო მუდმივმოქმედი კომისის წევრიც. ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დიზაინის განყოფილების უფროსი.
მამუკა გონგაძე არის არაერთი სახელმწიფო დაწესებულების ემბლემის, ჯილდოს, მუნიციპალური სიმბოლოს, ეროვნული ბანკის საცირკულაციო, საიუბილეო, საინვესტიციო და მემორიალური მონეტების ავტორი. მის მიერ არის შექმნილი საქართველოს სახელმწიფო სამხედრო-საბრძოლო დროშათა პაკეტი, საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებათა სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები), ატრიბუტიკა და სამხედრო სიმბოლიკა, ქართული ეროვნული ფულის ბანკნოტები, ქართული ლარის ნიშანი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო დოკუმენტები.
საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პარლამენტის დადგენილებით 2008 წლის 29 თებერვალს შეიქმნა. ეს არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვას. საბჭოს მიზანია სახელმწიფო სიმბოლოებთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება, ახალი სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შემოღების შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტების პროექტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება, ქვეყანაში სახელმწიფო სიმბოლიკის და მისი მნიშვნელობის პოპულარიზაცია და ა.შ.