00:08 06 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6780
  • 100 RUB4.2550
  • USD3.1022
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (1019)
74 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.261-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 395.621-ს მიაღწია.

თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.261 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.246 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 238, იმერეთი –173, კახეთი – 126, შიდა ქართლი – 123, ქვემო ქართლი – 119, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 100, მცხეთა-მთიანეთი – 50, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.410 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 369.483-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 18 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 5.636-ს მიაღწია.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 20.476 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 4.662 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.687, აჭარაში – 339, იმერეთში – 569.

906 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 199 პირი, მათგან თბილისში – 147, აჭარაში – 6, იმერეთში – 9. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.501 ადამიანი, მათ შორის 901 – თბილისში, 361 – აჭარაში. 14.313 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 10.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14.057 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 5.219, აჭარაში – 2.141, იმერეთში – 1.514.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.261-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 395.621-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (1019)

მთავარი თემები