„მესიჯებს მწერდა ბინებს დაემშვიდობეო...“ – მიშა ანდღულაძის ძმამ კონფლიქტის მიზეზი გაამხილა

© Photo: courtesy of Mari Arghvlianiმიშა ანდღულაძე
მიშა ანდღულაძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
მიშა ანდღულაძის ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ახლა კი მისმა ძმამ გაამხილა მიზეზები, სინამდვილეში რატომ მოხდა მათ შორის კონფლიქტი.
იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ ტელეკომპანია „ფორმულის“ გადაცემა „ყვითელ ყუთში” თქვა, რომ ძა­ლა­დობ­რივ გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­და, სადაც ყველა ერთმანეთს ურტყამდა. მიშა ანდღულაძის მონათხრობი მტკივნეული დარტყმა იყო მისი ოჯახისთვის – დედისა და ძმისთვის. მამა ერთი წლის წინ, აპრილში გარდაეცვალა. დედა, ლალი ხომასურიძე და მიშას უფროსი ძმა დავითი ამბობენ, რომ ძმები ძალადობრივ გარემოში კი არა, სიყვარულში გაიზარდნენ.
რა დავა აქვთ ერთმანეთში ძმებს – ამაზე მიშა ანდღულაძის ძმა „სარკეს“ გულახდილად ესაუბრა. მიშას ძმა ამბობს, რომ მამას ორი ბინა ჰქონდა, მიშამ თავადაც აიშენა ორი ბინა და ეს სახლები იპოთეკით დატვირთა. და როდესაც მამა გარდაიცვალა და ქონება უნდა გაეყოთ, მიშამ პრეტენზია ერთ-ერთ ბინაზე განაცხადა, რასაც თავად არ ეთანხმება, რადგან ორი შვილი ჰყავს და ისეთი სამსახური არ აქვს, რომ შვილები ქონებით უზრუნველყოს.
„კარიერა აქვს აწყობილი, კარგი ანაზღაურებაც, მე კი ვშრომობ დღე და ღამე. ხალხი რომ მხედავდა როგორ ვწვალობდი, მეკითხებოდნენ, შენი ძმა არ გეხმარებაო, და ამან დახმარების მაგივრად რა გამიკეთა! მითხრა, მამაჩემს მილიონიც რომ მოეცა ჩემთვის, შენი რა საქმეაო. ვუთხარი, ადამიანურ-მორალურ ჭრილში რომ განვიხილოთ ეს ყველაფერი, ჩაიჭერი–მეთქი. შეურაცხყოფას თავი დაანებეო. არადა, იქით მაყენებდა შეურაცხყოფას მუდამ. მხოლოდ ამ გადაცემაში კი არ უთქვამს, სხვადასხვა დროს მიცემულ ინტერვიუებშიც იმავეს ამბობდა. ნოტარიუსთან ვიყავით, რომ ვიჩხუბეთ. ადგა და მიჩივლა“, – ამბობს დავითი.
იუმორისტის ძმა იხსენებს, რომ კონფლიქტი ნოტარიუსის კაბინეტში მოხდა, სადაც ძმამ ჩხუბი შესთავაზა, რის შემდეგაც შეტყობინებებს უგზავნიდა, რომ ბოდიში მოეხადა, თუ არადა ბინებს დამშვიდობებოდა. მისი თქმით, საბოლოოდ ქონება სამად გაიყო.
„დედაჩემია გაბრაზებული. მე სიბრალულს ვგრძნობ. ამ გადაცემის შემდეგ ჩემთვის არც ნათესავს და არც ნაცნობს არ უთქვამს, შენ ვინ ყოფილხარო. ყველა მეკითხება, სრულ ჭკუაზეა, რას ლაპარაკობსო. ბოროტება თუ გინდა დათრგუნო, სიკეთეზე უნდა ილაპარაკო და მისი სიკეთე გაიხსენო. მე არ მისვრია მისთვის ტალახი და არ მომიგონია საზიზღრობები, მან კი რაღაცები შეთითხნა. ძალადობრივ გარემოში კი არა, პირიქით, ლაღად ვიზრდებოდით. მამაჩემს ოპერაცია გავუკეთეთ და არ მოვიდა. მამაჩემიც ცუდად იყო მის გამო, ამბობდა, ჩემს შვილს ვეღარ ვცნობო”, – ამბობს დათო ანდღულაძე.
ყველა ახალი ამბავი
0