რუჯი მსხვერპლის ფასად: დამწვრობის ცენტრს 200-მდე ადამიანმა მიმართა

© Sputnik / Alex Shlamovბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
გუგა ქაშიბაძე მოუწოდებს მოქალაქეებს, შუადღის საათებში მოერიდონ მზეზე ყოფნას, გარუჯვისას კი გამოიყენონ მზისგან დამცავი საშუალებები.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. მიმდინარე სეზონზე სამედიცინო ცენტრში მზით დამწვრობით დაახლოებით 200 ადამიანი მოხვდა, განაცხადა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ. 
ქალი პლაჟზე - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2020
როგორ ვუმკურნალოთ მზის დამწვრობას: რჩევები რუჯის მოყვარულებს
აქედან ამჟამად 70-მდე პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის, დანარჩენებს კი ამბულატორიული მომსახურება გაეწია.
„ბოლო წლებთან შედარებით მზით დამწვრობის შემთხვევები დაახლოებით 10%-ით მომატებულია. ბევრმა პაციენტმა მოგვმართა, გარკვეულ რაოდენობას კი სტაციონარული მკურნალობა დასჭირდა", – განაცხადა ქაშიბაძემ.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი ყველას ურჩევს – შუადღისას მზეზე ნუ გავლენ, განსაკუთრებით კი ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.
„საუბარია 11-დან 17 საათამდე პერიოდზე. მშობლებს ვურჩევ, ბავშვები ზღვაზე პედიატრის რეკომენდაციის გარეშე არ წაიყვანონ", — განაცხადა ქაშიბაძემ.
საქართველოში რუჯის კულტია. ზაფხულში დედაქალაქში არსებული ყველა ღია აუზი, თბილისის ზღვის, ლისის და კუს ტბის სანაპიროები რუჯის მოყვარულებითაა სავსე.
 
ყველა ახალი ამბავი
0